პენსიონერთა და სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ წინა წლებში დაგროვილი დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფის შესახებ

  • Word
პენსიონერთა და სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ წინა წლებში დაგროვილი დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 25/04/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 01/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 190030020.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
165
25/04/2003
სსმ, 39, 01/05/2003
190030020.05.002.000002
პენსიონერთა და სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ წინა წლებში დაგროვილი დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/05/2003 - 06/10/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 165

2003 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

პენსიონერთა და სამედიცინო დაწესებულებათა მიმართ წინა წლებში დაგროვილი დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს ეკონომიკური რეფორმის შემდგომი განვითარების, სოციალური სფეროს სახელმწიფო პროგრამების შესრულების უკეთ ორგანიზების, სამედიცინო მომსახურების, პენსიების, დახმარებებისა და შემწეობების უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის სისტემის საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებებს.

ყოფილი საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი ფონდისა და საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის საქმიანობის პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების, რომელთა მოცულობა 152,0 მლნ. ლარს შეადგენს, დაფარვის უზრუნველყოფისა და შექმნილი მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით:

1. შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

აკაკი ზოიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მო-ადგილე

შოთა ასათიანი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი

ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

მირიან გოგიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

თეიმურაზ გორგოძე – საქართველოს კონტროლის პალატის I დეპარტამენტის უფროსი

ივანე ვახტანგიშვილი – ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

გიორგი თვალავაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

ირაკლი კოპლატაძე – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი

გია ქობალია – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის რეფერენტი, კომისიის მდივანი

დაზმირ ჯოჯუა – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი.

2. კომისიაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ზ. ღუღუნიშვილს.

3. კომისიამ ორ თვეში შეიმუშაოს წინადადებები და ღონისძიებების გეგმა საპენსიო დავალიანებათა (2003 წლის იანვრისათვის არსებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების) დაფარვისა და ჩამოწერის შესახებ, აგრეთვე სახელმწიფოს ხარჯზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაში არსებულ დავალიანებათა ურთიერთჩათვლის თაობაზე და რეკომენდაციები წარმოუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

4. უფლება მიეცეს კომისიას შესაძლებლობის ფარგლებში მოახდინოს მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთდათმობა, საჭიროების შემთხვევაში, მესამე პირის ჩარევით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოთხოვნებისა და ვალდებულებების დათმობა იწვევს საქართველოს ცენტრალური და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში ცვლილებებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად მოამზადოს წინადადებები საქართველოს პარლამენტში წარსადგენად.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) ფინანსთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს 2004 და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის ხაზით გაითვალისწინოს წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა არა უგვიანეს 2008 წლის 1 ივლისისა.

6. კომისიის საქმიანობა განხორციელდეს „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის 204 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად.

7. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.

ე. შევარდნაძე