დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატების განსაზღვრისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 152 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 21/04/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 21/04/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110050140.05.002.000002 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/04/2003 - 07/09/2004)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №152
2003 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივი სარგოს დანამატების განსაზღვრისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯების შესახებ
1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შემდეგი რაოდენობით:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე – 630 ლარი;
ბ) საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე – 610 ლარი;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 585 ლარი;
დ) საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 575 ლარი;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს კოლეგიის (პალატის) თავმჯდომარე – 560 ლარი;
ვ) საოლქო სასამართლოს კოლეგიის (პალატის თავმჯდომარე – 550 ლარი;
ზ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე – 535 ლარი;
თ) საოლქო სასამართლოს მოსამართლე – 525 ლარი;
ი) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე – 525 ლარი;
კ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე – 500 ლარი.
2. მოსამართლეებს, რომლებიც სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე და ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, თანამდებობრივი სარგო განესაზღვროთ ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესაბამისად, ხოლო მოსამართლეებს, რომლებიც სამოსამართლო უფლებამოსილებას ახორციელებენ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 852 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე და ჩაბარებული არა აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, თანამდებობრივი სარგო განესაზღვროთ 250 ლარის რაოდენობით.
3. თანამდებობრივი სარგოს დანამატი მოსამართლედ ნამსახურობის წლებისათვის განისაზღვროს თანამდებობრივი სარგოს შემდეგი რაოდენობით:
ა) 5-დან 10 წლამდე – 5 პროცენტი;
ბ) 10-დან 15 წლამდე – 10 პროცენტი;
გ) 15-დან 20 წლამდე – 15 პროცენტი;
დ) 20-დან 25 წლამდე – 20 პროცენტი;
ე) 25-დან 30 წლამდე – 25 პროცენტი;
ვ) 30-დან 35 წლამდე – 32 პროცენტი;
ზ) 35-დან 40 წლამდე – 40 პროცენტი.
4. სასამართლო უფლებამოსილების განხორციელების ადგილის მიხედვით თანამდებობრივი სარგოს დანამატი განისაზღვროს შემდეგი რაოდენობით:
ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, მესტიის, ლენტეხის, წალკის, შუახევის რაიონებში – 10 პროცენტი.
5. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს დადგენილი წესით, საქართველოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიეცეთ თანამდებობრივი სარგოს დანამატი არა უმეტეს თანამდებობრივი სარგოს ერთმაგი რაოდენობისა.
6. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს შვებულებაში გასვლისას მიეცეთ საშვებულებო დახმარება ორი თვის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობით.
7. საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, რომელთაც შესაბამის ქალაქში ან რაიონში არა აქვთ საცხოვრებელი ბინა, საქართველოს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით საცხოვრებელი ბინის დაქირავებისათვის გამოეყოთ შემდეგი რაოდენობის თანხა:
ა) ქ. თბილისში ბინის დაქირავებისათვის – 250 ლარამდე;
ბ) საქართველოს სხვა რაიონებსა და ქალაქებში – 150 ლარამდე.
8. ამ ბრძანებულებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოები და დანამატები ანაზღაურდეს საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
9. ამ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თანამდებობრივი სარგოების, თანამდებობრივ სარგოზე დანამატების განსაზღვრისა და საცხოვრებელი ბინის დაქირავების ხარჯების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 აპრილის №158 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები