საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 24/03/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 25/03/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 040030020.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
93
24/03/2003
სსმ, 23, 25/03/2003
040030020.05.002.000002
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/03/2003 - 14/02/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 93

2003 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ ჩამოყალიბებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა შესაბამისად, მთავარი სამმართველო „დიპლომატის“ სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასთან გათანაბრებული ორგანი-ზაციების მომსახურების ინფრასტრუქტურის შემდგომი სრულყოფის მიზნით:

1. ქ. თბილისის მერიას დაქვემდებარებულ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის მთავარი სამმართველო „დიპლომატი“ მასზე დამაგრებული და მის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების ბაზაზე ჩამოყალიბდეს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური „დიპლომატი“.

2. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის „დიპლომატის“ დებულება, სტრუქტურა და დანიშნოს ამ სამსახურის ხელმძღვანელობა.

ე. შევარდნაძე