საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/02/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 24/02/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 02/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 040030020.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
54
21/02/2003
სსმ, 14, 24/02/2003
040030020.05.002.000002
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2003 - 01/03/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 54

2003 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის შექმნის შესახებ

ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის სფეროს რეაბილიტაციისა და განვითარების უზრუნველყოფის, მისი ჯეროვანი მოწესრიგებისა და დარგში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრი.

2. ქ. თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის დებულება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.

3. ქ. თბილისის მერიამ (მთავრობამ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სათანადო ქონების გადაცემა.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს ქ. თბილისის მერია (მთავრობა).

ე. შევარდნაძე