„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითებისა და დადგენილების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 თებერვლის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110412025, 14/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 03/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.117.016052
  • Word
19
11/04/2011
ვებგვერდი, 110412025, 14/04/2011
330010040.35.117.016052
„არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითებისა და დადგენილების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 თებერვლის №09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №19

2011 წლის 11 აპრილი

ქ. ამბროლაური

 „არქიტექტურულ -სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითებისა და დადგენილების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 თებერვლის 09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შევიდეს ცვლილება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითებისა და დადგენილების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 17 თებერვლის 09 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ში და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების ფორმა ჩამოყალიბდეს დანართი 1 -ის შესაბამისად.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                  კ. ფარჯანაძე

დანართი №1

მითითება №

                                                                                                       შედგენის თარიღი ------- ------------ 20 1 .

სამშენებლო საქმიანობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი დამრღვევის მიმართ სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს მითითების გაცემით („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი).

მითითება წარმოადგენს დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას, განსაზღვრულ გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით შეასრულოს მასში აღნიშნული პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ყ“ პუნქტი).

დამრღვევის დასახელება და მისამართი

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

     ობიექტის დასახელება და მისამართი

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

მითითების გაცემის მომენტში მშენებლობის ეტაპი

__________________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________________

დარღვევის სახეობა, შინაარსი და გამოსწორების მიზნით მისაღები ზომები

რაც გათვალისწინებულია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის––––––––მუხლის–––––პუნქტით . საჯარიმო სანქცია აღნიშნულ დარღვევაზე განისაზღვრება ––––––ლარით. დარღვევის გამოსწორების ვადა–––––––––––––––დღე.

მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით:

ა) მითითება შესრულდა;

ბ) მითითება არ შესრულდა;

გ) მითითება არადროულად სრულდება.

შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა სამშენებლო საქმიანობაზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს დადგენილებ ს:

ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;

ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;

გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა- ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერების ან დემონტაჟის შესახებ („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი).

სამშენებლო საქმიანობაზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს დადგენილებ ს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ:

ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა;

ბ) განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები;

გ) შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ;

დ) არ არსებობს „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი).

მითითების გამცემი (თანამდებობა, სახელი, გვარი, ხელმოწერა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მითითება ჩაიბარა (სახელი, გვარი, მიღების თარიღი, ხელმოწერა)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

თუ ვერ ხერხდება მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირდაპირი ჩაბარებით), გაცნობად (ჩაბარებად) ჩაითვალოს მათი მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება („ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-15 პუნქტი)

მიწერილობა გაეცნო (ჩაბარდა) დამრღვევს თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით. (ზუსტად მიეთითოს თვალსაჩინო ადგილი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––