დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გაანთლებისა და მეცნიერების მინისტრის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110412023, 14/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.016088 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №49/ნ
2011 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ბათუმის №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის სახელი და ეწოდოს „ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის №1 საჯარო სკოლა.”.
მუხლი 2. ბათუმის №11 საჯარო სკოლას მიენიჭოს დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის – აკაკი წერეთლის სახელი და ეწოდოს „აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის №11 საჯარო სკოლა.”.
მუხლი 3. წალკის მუნიციპალიტეტში:
ა) სოფ. ჯინისის საჯარო სკოლას ეწოდოს „სოფ. არწივანის საჯარო სკოლა, ხოლო მისამართად განესაზღვროს შემდეგი: „სოფელი არწივანი”;
ბ) სოფ. კარაკომის საჯარო სკოლას ეწოდოს „სოფ. საბეჭისის საჯარო სკოლა, ხოლო მისამართად განესაზღვროს შემდეგი: „სოფელი საბეჭისი”;
გ) სოფ. ნეოხარაბას საჯარო სკოლას ეწოდოს „სოფ. ხარების საჯარო სკოლა”, ხოლო მისამართად განესაზღვროს შემდეგი: „სოფელი ხარება”;
დ) სოფ. გუნიაკალას საჯარო სკოლას ეწოდოს „სოფ. სამების საჯარო სკოლა”, ხოლო მისამართად განესაზღვროს შემდეგი: „სოფელი სამება”;
ე) სოფ. კიარიაკის საჯარო სკოლას ეწოდოს ,,სოფ. ახალშენის საჯარო სკოლა”, ხოლო მისამართად განესაზღვროს შემდეგი: „სოფელი ახალშენი”;
ვ) სოფ. თიაქქილისის საჯარო სკოლას ეწოდოს „სოფ. განთიადის საჯარო სკოლა”, ხოლო მისამართად განესაზღვროს შემდეგი: „სოფელი განთიადი”;
ზ) სოფ. ედიქილისის საჯარო სკოლას ეწოდოს ,,სოფ. საყდრიონის საჯარო სკოლა”, ხოლო მისამართად განესაზღვრის შემდეგი: „სოფელი საყდრიონი”;
თ) სოფ. ბაშქოის საჯარო სკოლას ეწოდოს „სოფ. ბარეთის საჯარო სკოლა”, ხოლო მისამართად განესაზღვროს შემდეგი: „სოფელი ბარეთი”.
მუხლი 4. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართი №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბათუმის საჯარო სკოლების ნუსხის პირველი და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| 1 | ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის №1 საჯარო სკოლა | დ. თავდადებულის ქ. №46 | დაწ-საბ-საშ. |
| 11 | აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის №11 საჯარო სკოლა | გოგებაშვილის ქ. №40 | დაწ-საბ-საშ. |
ბ) წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
წალკის მუნიციპალიტეტი
| № | სახელწოდება | მისამართი | საფეხური |
| 1 | ქ. წალკის №1 საჯარო სკოლა | წალკა, სტალინის ქ. №42 | დაწ-საბ-საშ. |
| 2 | ქ. წალკის №2 საჯარო სკოლა | წალკა, 25 მარტის ქ. № 108 ა | დაწ-საბ-საშ. |
| 3 | ამოღებულია |
|
|
| 4 | სოფ. არწივანის საჯარო სკოლა | სოფელი არწივანი | დაწ-საბ-საშ. |
| 5 | სოფ. ბედიანის საჯარო სკოლა | სოფელი ბედიანი | დაწ-საბ-საშ. |
| 6 | სოფ. საბეჭისის საჯარო სკოლა | სოფელი საბეჭისი | დაწ-საბ |
| 7 | სოფ. ჩივთქილისის საჯარო სკოლა | სოფელი ჩივთქილისა | დაწ-საბ-საშ. |
| 8 | სოფ. დაშბაშის საჯარო სკოლა | სოფელი დაშბაში | დაწ-საბ |
| 9 | სოფ. წინწყაროს საჯარო სკოლა | სოფელი წინწყარო | დაწ-საბ |
| 10 | სოფ. არსარვანის საჯარო სკოლა | სოფელი არსარვანი | დაწ-საბ-საშ. |
| 11 | სოფ. ხარების საჯარო სკოლა | სოფელი ხარება | დაწ-საბ-საშ. |
| 12 | სოფ. სამების საჯარო სკოლა | სოფელი სამება | დაწ-საბ |
| 13 | სოფ. თეჯისის საჯარო სკოლა | სოფელი თეჯისი | დაწ-საბ |
| 14 | სოფ. თრიალეთის საჯარო სკოლა | სოფელი თრიალეთი | დაწ-საბ-საშ. |
| 15 | სოფ. აშკალის საჯარო სკოლა | სოფელი აშკალა | დაწ-საბ-საშ. |
| 16 | სოფ. კუშჩის საჯარო სკოლა | სოფელი კუშჩი | დაწ-საბ-საშ. |
| 17 | სოფ. ბეშთაშენის საჯარო სკოლა | სოფელი ბეშთაშენი | დაწ-საბ-საშ. |
| 18 | სოფ. ახალშენის საჯარო სკოლა | სოფელი ახალშენი | დაწ-საბ-საშ. |
| 19 | სოფ. დარაქოვის საჯარო სკოლა | სოფელი დარაქოვი | დაწ-საბ-საშ. |
| 20 | სოფ. ბურნაშეთის საჯარო სკოლა | სოფელი ბურნაშეთი | დაწ-საბ-საშ. |
| 21 | სოფ. ნარდევანის საჯარო სკოლა | სოფელი ნარდევანი | დაწ-საბ-საშ. |
| 22 | სოფ. ოზნის საჯარო სკოლა | სოფელი ოზნი | დაწ-საბ-საშ. |
| 23 | ამოღებულია |
|
|
| 24 | სოფ კიზილქილისის საჯარო სკოლა | სოფელი კიზილქილისა | დაწ-საბ-საშ. |
| 25 | სოფ ხაჩკოვოს საჯარო სკოლა | სოფელი ხაჩკოვო | დაწ-საბ-საშ. |
| 26 | ამოღებულია |
|
|
| 27 | სოფ. ხანდოს საჯარო სკოლა | სოფელი ხანდო | დაწ-საბ-საშ. |
| 28 | სოფ. განთიადის საჯარო სკოლა | სოფელი განთიადი | დაწ-საბ-საშ. |
| 29 | სოფ. რეხის საჯარო სკოლა | სოფელი რეხა | დაწ-საბ-საშ. |
| 30 | სოფ. ავრანლოს საჯარო სკოლა | სოფელი ავრანლო | დაწ-საბ-საშ. |
| 31 | სოფ. საყდრიონის საჯარო სკოლა | სოფელი საყდრიონი | დაწ-საბ-საშ. |
| 32 | სოფ. გუმბათის საჯარო სკოლა | სოფელი გუმბათი | დაწ-საბ-საშ. |
| 33 | სოფ. იმერის საჯარო სკოლა | სოფელი იმერა | დაწ-საბ-საშ. |
| 34 | სოფ. ბარეთის საჯარო სკოლა | სოფელი ბარეთი | დაწ-საბ-საშ. |
მუხლი 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები