დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 201 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 12/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110412021, 13/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.08.002.016205 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №201
2011 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის თანდართული ნიმუში.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობის აღწერილობა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მოწმობა არის 54X85 მმ ზომის მართკუთხა ფორმის დოკუმენტი. ფერი კომბინირებულია: მუქი მწვანე და ხაკისფერი. მოწმობის ორივე მხარეს დატანილია დამცავი ჰოლოგრამული შრე, რომელიც იცავს მოწმობას ზედაპირული დაზიანებისაგან.
ავერსი
დოკუმენტის ავერსის ცენტრის ზედა ნაწილში ორენოვანი წარწერაა: ,,ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა“ – ,,CERTIFICATE D’ IMMATRICULATION”.
საიდენტიფიკაციო კითხვარის წარწერები (ქართულ-ინგლისური) მუქი მწვანე ფერისაა.
საიდენტიფიკაციო წარწერები (ქართულ-ინგლისური) შავი ფერისაა.
ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი.
ქვედა მარცხენა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.
რევერსი
დოკუმენტის რევერსის ცენტრის ზედა ნაწილში ორენოვანი წარწერაა: ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“ – ,,Ministry of Defence of Georgia”.
ზედა მარცხენა მხარეს მუქ წითელ ფონზე ოქროსფრად გამოსახულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბი.
მარცხენა მხარეს წითელი ფერით გამოსახულია წარწერები: ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი“ – ,,Military Police Department”.
საიდენტიფიკაციო კითხვარის წარწერები (ქართულ-ინგლისური) მუქი მწვანე ფერისაა.
საიდენტიფიკაციო წარწერები (ქართულ-ინგლისური) შავი ფერისაა.
ქვედა მარჯვენა მხარეს გამოსახულია საქართველოს საერთაშორისო კოდი: ,,GE“.
ქვედა მარცხენა მხარეს დატანილია დამკვეთი და დამამზადებელი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები