დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის №2-16 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4-19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო) |
| მიღების თარიღი | 11/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110412012, 15/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.36.101.016037 |
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №4-19
2011 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის № 2-16 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე–20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: „ ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 20 ნოემბრის № 2-16 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის „ ბ” ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი № 2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი
დანართი №2
ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები და თანამდებობათა დასახელებები
| № | თანამდებობათა დასახელება | თანხა ლარობით |
| 1. | ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსი | 2350 |
| 2. | ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე | 1600 |
| 3. | ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი | 1400 |
| 4. | სამდივნოს უფროსი | 1400 |
| 5. | თანაშემწე | 1100 |
| 6. | მრჩეველი | 1000 |
| 7. | მთავარი სპეციალისტი | 950 |
| 8. | წამყვანი სპეციალისტი | 830 |
| 9. | სპეციალისტი | 750 |
| 10. | ელექტრიკოსი | 750 |
| 11. | კავშირგაბმულობის სპეციალისტი | 750 |
| 12. | სანტექნიკოსი | 750 |
| 13. | მძღოლი | 600 |
| 14. | მესაათე | 250 |
| 15. | სხვა დანარჩენი ტექნიკური მუშაკი | 450 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები