დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 11/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110412011, 14/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.21.014.016018 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №11
2011 წლის 11 აპრილი
ქ. თბილისი
„შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებაში (ვებ პორტალი, 11/02/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის:
ა.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კვარტალური ანგარიში წარედგინება სააგენტოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დანართი №2-ის შესაბამისად, სისტემის მეშვეობით, არა უგვიანეს ყოველი მომდევნო კვარტლის პირველი თვის 30 რიცხვისა. დანართი №2-ს უნდა დაერთოს შესაბამისი კვარტალის განმავლობაში დადებული ხელშეკრულების ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. დანართი №2-ს ასევე უნდა დაერთოს ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტა) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხელშეკრულება დადებულია კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. კონკურსის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების ამსახველი დოკუმენტი დაუყოვნებლივ გაგზავნილ უნდა იქნეს სააგენტოში ელექტრონული ფოსტის მისამართზე – contest@procurement.gov.ge, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების ამსახველი დოკუმენტი დაუყოვნებლივ ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში, შესაბამისი ხელშეკრულების ცვლილების ველში.
2. წლიური ანგარიში წარედგინება სააგენტოს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემის მეშვეობით არა უგვიანეს ყოველი მომდევნო წლის 30 იანვრისა დანართი №3-ის შესაბამისად. დანართი №3-ს უნდა დაერთოს შესაბამისი წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულების ან/და მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი, გარდა იმ ხელშეკრულებისა, რომლის დადება ხდება კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. დანართი №3-ს ასევე უნდა დაერთოს ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტა) ამსახველი დოკუმენტის ასლი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ხელშეკრულება დადებულია კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად. კონკურსის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების დოკუმენტი დაუყოვნებლივ გაგზავნილ უნდა იქნეს სააგენტოში ელექტრონული ფოსტის მისამართზე – contest@procurement.gov.ge, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების ამსახველი დოკუმენტი დაუყოვნებლივ ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში შესაბამისი ხელშეკრულების ცვლილების ველში.“.
ა.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სააგენტოსათვის წარდგენად ჩაითვლება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილების ამსახველი დოკუმენტის სისტემაში ატვირთვა.“;
ბ) ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი№2
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კვარტალური ანგარიშის ფორმა
| 1. შედგენის თარიღი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ | 2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
| |||||||||||
| 3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ | 4. დაფინანსების წყარო _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
| |||||||||||
| № | შესყიდვის საშუალება | დანაყოფის კოდი | შესყიდვის დანაყოფის დასახელება | შესყიდვის განხორციელების ვადა/თარიღი | გამარტივებული ელექტრონული/ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადების ნომერი | ხელშეკრულების ნომერი | ხელშეკრულების ჯამური ღირებულება | გახარჯული თანხა | გახარჯული თანხა ნაზარდი ჯამით | მიმწოდებელი ორგანიზაციის დასახელება | მიმწოდებელი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შესყიდვების კოორდინატორი _________________________
(ხელმოწერა)
შემსყიდველი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი_________________________
(ხელმოწერა) “.
გ) ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წლიური ანგარიშის ფორმა
| 1. შედგენის თარიღი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
| 2. შემსყიდველი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
| ||||||||||
| 3. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
| 4. დაფინანსების წყარო _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ | ||||||||||
| № | შესყიდვის საშუალება | დანაყოფის კოდი | შესყიდვის დანაყოფის დასახელება | შესყიდვის განხორციელების ვადა/თარიღი | გამარტივებული ელექტრონული/ელექტრო-ნული ტენდერის სატენდერო განცხადების ნომერი | ხელშეკრულების ნომერი | ხელშეკრულების ჯამური ღირებულება | გახარჯული თანხა | მიმწოდებელი ორგანიზაციის დასახელება | მიმწოდებელი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი | შენიშვნა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
შესყიდვების კოორდინატორი_________________________
(ხელმოწერა)
შემსყიდველი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი/უფლებამოსილი პირი_________________________
(ხელმოწერა) “;
დ) ბრძანებით დამტკიცებული წესის დანართი №4-ის:
დ.ა) მე-2 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) დანართი №2-ის მე-3 სვეტში მიეთითება დანაყოფის კოდი კლასიფიკატორის მიხედვით, კონკრეტულ ხელშეკრულებაში მითითებული კოდის შესაბამისად;
კ) დანართი №2-ის მე-4 სვეტში მიეთითება დანართი №2-ის მე-3 სვეტში მითითებული კოდის შესაბამისი დასახელება;“;
დ.ბ) მე-3 პუნქტის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) დანართი №3-ის მე-3 სვეტში მიეთითება დანაყოფის კოდი კლასიფიკატორის მიხედვით, კონკრეტულ ხელშეკრულებაში მითითებული კოდის შესაბამისად;
კ) დანართი №3-ის მე-4 სვეტში მიეთითება დანართი №3-ის მე-3 სვეტში მითითებული კოდის შესაბამისი დასახელება;“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები