მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 30/04/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
30
24/04/2004
სსმ, 46, 30/04/2004
000000000.00(0).000.000000
მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/04/2004 - 30/08/2004)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 30

2004 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის შექმნის შესახებ

მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის სტრატეგიისა და პროგრამის დამუშავების, დეცენტრალიზაციის პროცესის თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმართვის, მმართველობით დონეებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და თვითმმართველობის განვითარების მიზნით:

1. შეიქმნას სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ მელიქიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

პაატა ბოლაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურის უფროსის მოადგილე

ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გიორგი იმნაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე

ირაკლი კლდიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ირაკლი რეხვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

თემურ სამადაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

თამარ სულუხია – საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრი

კოკა ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ქალაქ თბილისის მერი.

2. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ:

ა) თავისი საქმიანობის განხორციელებისას მჭიდროდ ითანამშრომლოს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომისიის მუშაობაში მათი წარმომადგენლების მონაწილეობით;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ რეგიონალურ სფეროში მიმდინარე და პერსპექტიული პროექტების განხორციელებას;

გ) ერთ თვეში მოამზადოს წინადადებები მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაციის პროცესის განხორციელების კონკრეტულ ღონისძიებათა შესახებ.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ჟვანია