სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ხორბლის რესურსების რეალიზაციის სტრატეგიის შესახებ

  • Word
სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ხორბლის რესურსების რეალიზაციის სტრატეგიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 44, 26/04/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
28
22/04/2004
სსმ, 44, 26/04/2004
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ხორბლის რესურსების რეალიზაციის სტრატეგიის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 28

2004 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ხორბლის რესურსების რეალიზაციის სტრატეგიის შესახებ

რეგიონში ხორბლის ბაზარზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის სოციალური ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა საშუალება მისცა საქართველოს მოსახლეობას ნაკლებმტკივნეულად გადაეტანა პურის ფასების ცვლილება, რაც, ძირითადად გაპირობებული იყო ამერიკის მთავრობის დახმარებით მიღებული ხორბლის ბაზრისათვის მიწოდების ეფექტიანი სტრატეგიითა და სამთავრობო ფინანსური რესურსების მოძიებით.

მიმდინარე ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმატებით დაასრულა ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა, რომელითაც გათვალისწინებულია 50 000 ტონა ჰუმანიტარული ხორბლის მოწოდება.

მთავრობის მიერ განსაზღვრული სტრატეგიის გაგრძელებისა და სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ხორბლის რესურსების ეფექტიანი რეალიზაციის მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული 50 000 ტონა ჰუმანიტარული ხორბლის რეალიზაციის განხორციელებული სტრატეგია და საბირჟო ვაჭრობის მეშვეობით მიმდინარე წლის 22 აპრილიდან რეალიზებულ იქნეს დარჩენილი ნაშთი 7000 ტონის ფარგლებში, რამდენადაც უკვე დადასტურებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ ,,ფინკას“ მიერ 15 000 ტონისა და სამთავრობო ხელშეკრულების საფუძველზე 50 000 ტონა ამერიკული ხორბლის მიწოდების საკითხი.

2. მოწონებულ იქნეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და შპს ,,აგროსისტემების“ მიერ განხორციელებული ღონისძიებები სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით უზბეკური ხორბლის შეძენასთან დაკავშირებით.

3. შეძენილი 6500 ტონა უზბეკური ხორბლის რეალიზაციის საბაზო პრინციპად განისაზღვროს რეალიზაცია ფაქტობრვი ხარჯების საფუძველზე იმის გათვალისწინებით, რომ ამონაგები თანხით დაიფაროს როგორც შპს ,,აგროსისტემებისათვის“ გადაცემული უპროცენტო სესხი 3.0 მილიონი ლარი, ისე განბაჟებისათვის გამოყოფილი 600.0 ათასი ლარი.

4. უზბეკური ხორბლის რეალიზაცია განხორციელდეს მიმდინარე წლის 22 აპრილიდან ქალაქ თბილისის ნავთობპროდუქტებისა და ხორბლის საერთაშორისო ბირჟაზე. სარეალიზაციო ფასი განისაზღვროს განთავსების ადგილების მიხედვით, თანდართული ცხრილის შესაბამისად, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს DDU გარდაბნის პირობებში 220 აშშ დოლარი ყოველ ტონაზე და გადაზიდვის, დაბინავების, დანაკარგებისა და რეალიზაციის ფაქტობრივი ხარჯების ერთობლიობა დამრგვალებული მეტობით.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ზ. ჟვანია