დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/04/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 22/04/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/01/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/04/2004 - 25/01/2005)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №26
2004 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
მიღებულ იქნეს ცნობად, რომ 2004 წელს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ხარჯები დაიგეგმა 401,7 მილიონი ლარით, აქედან 36,5 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საპენსიო დავალიანებათა დასაფარავად.
პენსიონერთა მიმართ ბოლო წლებში დაგროვებულ საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივი დაფარვისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა განსახორციელებლად საქართველოს მთავრობა ადგენს:
1. საპენსიო დავალიანებათა ეტაპობრივად დაფარვის მიზნით 2004 წლის აპრილიდან არამომუშავე 14 ლარის მიმღებ პენსიონერებს დაუწესდეთ დანამატი 3 ლარის, ხოლო 2004 წლის მაისიდან – 4 ლარის ოდენობით.
2. მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებათა განსახორციელებლად დანამატი დაუწესდეთ ასევე იმ არამომუშავე 14 ლარის მიმღებ პენსიონერებს, რომელთა მიმართაც არ არსებობს საპენსიო დავალიანება. 2004 წლის აპრილიდან დანამატი განისაზღვროს 3 ლარის, ხოლო 2004 წლის მაისიდან – 4 ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (გ. წერეთელი) და საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ლ. ჭიპაშვილი) განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები ამ დადგენილების შესასრულებლად.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები