ქალაქ რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

  • Word
ქალაქ რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/03/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 26/03/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 05/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
25/03/2004
სსმ, 34, 26/03/2004
000000000.00(0).000.000000
ქალაქ რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/03/2004 - 14/10/2005)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 6

2004 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

ქალაქ რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

ქალაქ რუსთავის ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეიმუშავა „ქ. რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამა“, რომლის განხორციელებაც საფუძველს უქმნის ქ. რუსთავის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიული ცენტრის სამომავლო სტრატეგიულ განვითარებას, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლებაში.

ქ. რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის განხორციელებისათვის საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და ქ. რუსთავის ეკონომიკური აღორძინების დაჩქარების მიზნით, საქართველოს მთავრობამ დაადგინა:

1. ცნობად იქნეს მიღებული „ქ. რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამა“.

2. შეიქმნას ქ. რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელების სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ჟვანია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ეროსი კიწმარიშვილი – საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ჯამბულ ბაკურაძე – სახელმწიფო მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ირაკლი რეხვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

თამარ სულუხია – საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრი

მერაბ ტყეშელაშვილი – ქალაქ რუსთავის მერი.

3. კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს 2004-2006 წლები.

4. კომისიამ ერთ თვეში შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად წარმოადგინოს ქ. რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის განხორციელების სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებების გეგმა, ყოველ ექვს თვეში წარმოადგინოს ინფორმაცია დამტკიცებული ღონისძიებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

5. ქ. რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის განხორციელების სახელმწიფო მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავების, მისი სრულყოფისა და ეფექტიანობის ამაღლების წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას დარგობრივი სამუშაო ჯგუფები.

6. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქ. რუსთავის 2004-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამის მხარდაჭერის ღონისძიებათა განხორციელებაში, უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციით და მასალებით დარგობრივი სამუშაო ჯგუფები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაონ სათანადო წინადადებები და განსახილველად წარუდგინონ სამთავრობო კომისიას.

7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ზ. ჟვანია