დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის- სამოქლაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110412006, 12/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016119 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №50
2011 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე -2 მუხლის :
ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 21 . სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის, ვაკის, ისანი-სამგორის, ძველი თბილისის , საბურთალოს, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ფოთის, ახალციხის, ქუთაისის და ბათუმის სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწირნებული წესით ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ზ.ბ“ და „ზ1.ბ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;
ბ) მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე 1“, „ე 2“, „ვ”, „ზ 2“, „ი“–„ი 2“, „ი 6“ და „კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“.
2. მე -2 მუხლს დაემატოს შედეგი შინაარსის „42“ პუნქტი:
„ 42. სააგენტოს ცხინვალის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „ ზ“, „ზ1“ და „ ი3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.”.
3. მე -3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები , რომელსაც/რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ -ერთი მოადგილე.“.
4 . მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ე) ძველი თბილის ის სამსახური: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით განსაზღვრული დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის საარჩევნო ოლქების ტერიტორია, ასევე წავკისი, კოჯორი, ოქროყანა, შინდისი და ტაბახმელა;“;
გ) 42 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 42. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტს გასცემს მხოლოდ სააგენტოს ძველი თბილისისა და ახმეტის სამსახურები.“;
დ) მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 6. ლტოლვილის დროებითი ბინადრობის მოწმობას „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ლტოლვილად ცნობილ პირებზე გასცემენ მხოლოდ სააგენტოს ძველი თბილისის და ახმეტის სამსახურები.“.
მუხლი 2
1. 2011 წლის 18 აპრილიდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის სამსახურების წარმოებაში არსებული განცხადებების განხილვა უზრუნველყოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურმა.
2. 2011 წლის 18 აპრილიდან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის სამსახურებში არსებული დოკუმენტები გადაეცეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძველი თბილისის სამსახურს.
მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და პირველი მუხლის მე -2 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 18 აპრილიდან .
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და პირველი მუხლის მე -2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მათი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 9 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები