დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2606 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 23/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 20/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.080.000.05.001.001.360 |
საქართველოს კანონი
„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32, 20.12.2002, მუხ. 146) მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16
სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ გამოცხადების, პენსიაში გასვლის ან შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში მოსამართლეს, ასევე იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მას შემდეგ მიაღწია საპენსიო ასაკს და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ენიშნება სამისდღეშიო პენსია მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული ხელფასის სრული ოდენობით, რომელიც იცვლება მოქმედი მოსამართლის თანამდებობრივი სარგოს შეცვლასთან ერთად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2003 წლის 23 ივლისი.
№2606–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები