მორალური სტატისტიკის შესახებ

  • Word
მორალური სტატისტიკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 350050020.05.002.000621
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
204
19/04/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 8, 30/04/1997
350050020.05.002.000621
მორალური სტატისტიკის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/04/1997 - 06/10/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 204

1997 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

მორალური სტატისტიკის შესახებ

მოწონებულ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინადადება მორალური სტატისტიკის შექმნისა და გამოქვეყნების თაობაზე. მისი შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ყოველი წლის პირველ თებერვლამდე წარუდგინონ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

1. რეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის რაოდენობა დანაშაულის კატეგორიებისა და რეგიონების მიხედვით;

2. გამოვლენილ დანაშაულის ჩამდენ პირთა და სასამართლოში წარმართულ საქმეებზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა;

3. მონაცემები დანაშაულის იარაღისა და მოტივის შესახებ;

4. აღრიცხულ თვითმკვლელობათა რაოდენობა თვითმკვლელობის ჩამდენ პირთა სქესის, ასაკის, ეროვნების, თვითმკვლელობის მიზეზისა და თვითმკვლელობის იარაღის ჩვენებით;

5. აღრიცხვაზე მყოფ არასრულწლოვანთა რაოდენობა, მათი ოჯახური მდგომარეობა, სქესი, ეროვნება;

6. სასჯელთა აღმასრულებელ დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა რაოდენობა სქესის, ასაკის ჩვენებით და მონაცემები მსჯავრდებულ პირთა მიმართ გამოყენებული კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ;

7. საქართველოში მომხდარი ხანძრების რაოდენობა, მონაცემები ხანძრებით მიყენებული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ.

ბ) საქართველოს პროკურატურამ:

მონაცემები წარმოებით შეწყვეტილ საქმეთა რაოდენობის შესახებ.

გ) საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ:

1. საქართველოში რეგისტრირებული ალკოჰოლიკების, ნარკომანების, ტოქსიკომანების, ვენერიული და ფსიქიკური დაავადებით, შიდსითა და ტუბერკულოზით ინფიცირებულ პირთა რაოდენობა მათი ასაკის, სქესის, ოჯახური მდგომარეობის, საქმიანობის მიხედვით;

2. კრიმინალური აბორტების, სამშობიარო სახლებში დატოვებულ ჩვილ ბავშვთა რაოდენობა;

3. ჩვილ ბავშვთა სახლებში მოთავსებულ ბავშვთა და ერთ წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობა.

დ) საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ:

1. საქართველოში მცხოვრები მარტოხელა დედებისა და მათთვის გაწეული დახმარების რაოდენობა;

2. აღრიცხულ უმუშევართა რაოდენობა სქესის, ასაკის, განათლების ჩვენებით.

ე) საქართველოს განათლების სამინისტრომ:

1. ბავშვთა სახლებსა და სკოლა-ინტერნატებში მყოფ მშობლების მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რაოდენობა მათი ასაკის, სქესის, ოჯახური მდგომარეობის, ეროვნების ჩვენებით;

2. გაშვილებულ ბავშვთა რაოდენობა მათი ასაკის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ჩვენებით, მათ შორის, ქვეყნის გარეთ გაშვილებულ ბავშვთა რაოდენობა და მონაცემები მათ შესახებ.

ვ) საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა:

ტყის მასივების საერთო ფართობის, ტყის უკანონო ჭრისა და ტყის ხანძრების, უკანონო ჭრით და ხანძრებით განადგურებული ტყის ფართობებისა და მიყენებული ზარალის რაოდენობა.

ე. შევარდნაძე