„ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე

  • Word
„ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 182
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 15/04/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 280120000.05.002.000600
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
182
12/04/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 7, 15/04/1997
280120000.05.002.000600
„ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/04/1997 - 06/10/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 182

1997 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა თაობაზე

საქართველოში ინვალიდთა სოციალური დაცვის მიზნით შეიქმნა მძლავრი საკანონმდებლო ბაზა. 1995 წლის 14 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“, რომელიც სავსებით შეესაბამება გაეროს 1975 წლის დეკლარაციასა და მისივე 1993 წლის 20 დეკემბრის „ინვალიდთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტულ წესებს“.

აღნიშნულის მიუხედავად ქვეყანაში კვლავ სერიოზული წინააღმდეგობები ექმნება ინვალიდთა, მათ შორის ინვალიდ ბავშვთა კანონიერი ინტერესების რეალურად განხორციელებას, რაც განპირობებულია იმით, რომ არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლისა და „ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისი ქვეკანონური აქტები და ინსტრუქციები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (თ.ნინიძე) სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან (თ. გაზდელიანი) ერთად ერთ თვეში საკანონმდებლო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად განსაზღვროს, თუ რომელი საზოგადოებრივი გაერთიანება ჩაითვლება ინვალიდთა ორგანიზაციად იმის გათვალისწინებით, რომ დამფუძნებელთა და წევრთა 70 პროცენტს ინვალიდები უნდა შეადგენდნენ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.იაკობიძე) და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) საგადასახადო ინსპექციასთან (დ.სალარიძე), საბაჟო დეპარტამენტთან (თ. აბულაძე) და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით ერთ თვეში უზრუნველყონ „ინვალიდთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე ქვეკანონური აქტებისა და ინსტრუქციების დამტკიცება, რომლებიც განსაზღვრავენ ინვალიდთა საზოგადოებრივი გაერთიანებების, აგრეთვე მათი ფინანსური სახსრებით შექმნილი ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებისაგან გათავისუფლებისა და მათი შეღავათიანი პირობებით დაბეგვრის წესებს (მე-9, მე-10, მე-12, 29-ე, 32-ე მუხლები).

3. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად „ინვალიდთა სოციალური დაცვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის 1997-2000 წლების სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით ერთ თვეში მოამზადოს ინვალიდთა სოციალური დახმარებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის კონკრეტული პირობები. ამავე პროგრამის რეალური განხორციელების მიზნით ინვალიდთა გაერთიანებების მოთხოვნათა გათვალისწინებით ერთ თვეში წარმოადგინოს დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებული წინადადებები ინვალიდების საქმეთა დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ.

ე. შევარდნაძე