დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2589 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/07/2003 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 20/08/2003 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 290.090.000.05.001.001.357 |
საქართველოს კანონი
„სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 15.07.2003, მუხ. 143) მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ შრომის ანაზღაურებაში არ გაითვალისწინება გრანტით მიღებული შემოსავლები, ხოლო არასახელმწიფო საპენსიო და ნებაყოფლობითი სამედიცინო დაზღვევის შემთხვევაში – დამზღვევის მიერ დაზღვეულზე და თვითდამზღვევის მიერ გადახდილი სადაზღვევო შესატანი და პრემია, თუ მათი ოდენობა არ აღემატება დაზღვეულის შრომის ანაზღაურების 30%-სა და 1200 ლარს წელიწადში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 23 ივლისი.
№2589-რს
დოკუმენტის კომენტარები