დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/09/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 114, 28/09/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/04/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/09/2005 - 14/10/2005)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №166
2005 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განხილვისა და ოპერატიულად გადაწყვეტისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ეკატერინე ავალიანი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობისა და საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი
ზურაბ ანთელიძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ნინო ენუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
თამარ კოვზირიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
კოტე კორკელია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ვასილ მანაგაძე – სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის მდივანი
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი რობაქიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციების საკითხთა კოორდინაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ქეთევან ქოქრაშვილი – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი
გიორგი ღუღუნიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე
დავით წიკლაური – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
კონსტანტინე ხმალაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის რეგიონალური ეკონომიკის განყოფილების უფროსი.
2. კომისიამ უზრუნველყოს საქართველოში უცხოელი ინვესტორების საქმიანობისას წამოჭრილი პრობლემური საკითხების სისტემატურად განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება საქართველოს მთავრობის სხდომისათვის წარსადგენად.
3. კომისიის საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები