საქართველოში ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო საკოორდინაციო სამსახურის შექმნის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/03/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 5, 15/04/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000566
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
134
10/03/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 5, 15/04/1997
010340000.05.002.000566
საქართველოში ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო საკოორდინაციო სამსახურის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/04/1997 - 06/10/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 134

1997 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოში ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო საკოორდინაციო სამსახურის შექმნის შესახებ

საქართველოში ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი ორგანიზაციული და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოლიტიკის განხორციელების, გარემოს დაცვის საქმიანობით დაკავებული სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგანიზაციების (მიუხედავად მათი დაქვემდებარებისა) ფუნქციონირების საერთო კოორდინაციის, სტიქიურ უბედურებათა (მიწისძვრა, წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი, ზვავი და სხვ.) რისკის შეფასებისა და მათთვის მზადყოფნის, სტიქიური უბედურების დროს ორგანიზაციათა მოქმედების კოორდინაციის მეცნიერული მართვის, აღნიშნულ სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევების ორგანიზაციის, კატასტროფების შედეგების ოპერატიული ლიკვიდაციის, საქართველოს მოსახლეობისა და სასიცოცხლო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების და საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში გამოყენების, მოსახლეობაში ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების შესახებ განმარტებითი მუშაობისა და ეკოლოგიური აუდიტის ორგანიზაციის მიზნით:

1. შეიქმნას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან საქართველოში ბუნებრივი და ანთროპოგენური კატასტროფების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილებისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო საკოორდინაციო სამსახური, რომლის რიცხოვნობა განისაზღვროს 12 საშტატო ერთეულით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.იაკობიძე) წლიური სახელმწიფო ბიუჯეტების ფორმირებისას წარმოდგენილი გაანგარიშებების საფუძველზე გაითვალისწინოს სახელმწიფო საკოორდინაციო სამსახურის ხარჯები.

3. სტიქიური უბედურების მოსალოდნელ ზონებში მყოფი ქალაქების, ქალაქის ტიპის დასახლებული პუნქტების, სოფლების, საგზაო და სარკინიგზო მაგისტრალების, გაზსადენებისა და ნავთობსადენების მფლობელი ორგანიზაციებისა და სხვა წარმოება-დაწესებულებების ხელმძღვანელებმა თავიანთ საფინანსო გეგმებში ყოველწლიურად გაითვალისწინონ სტიქიური უბედურებისაგან დაცვის ადგილობრივი ღონისძიებების გასატარებლად აუცილებელი ფულადი სახსრების გამოყოფის საკითხი.

4. ქ. თბილისის მერიამ (ბ.შოშიტაიშვილი) არსებული წესით გადაწყვიტოს სახელმწიფო საკოორდინაციო სამსახურისათვის საჭირო სამუშაო ფართობის გამოყოფის საკითხი.

5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 20 დღეში წარმოადგინოს სახელმწიფო საკოორდინაციო სამსახურის დებულება და სტრუქტურა.

ე. შევარდნაძე