დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6/2011 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 08/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110411021, 12/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016009 |
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №6/2011
����� 2011 წლის 8 აპრილი
ქ. თბილისი
,,საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ
�საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. ,,საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №7/2005 დადგენილებით (სსმ III, 10.08.2005 №93, მუხ. 1062) დამტკიცებულ საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
�61. კომისიის თავმჯდომარე განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო საარჩევნო კომისიაში სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების გავლის წესს.�.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა�მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენ�დარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი ����� გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები