ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

  • Word
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2011
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110411018, 14/04/2011
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.128.016051
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
19
04/04/2011
ვებგვერდი, 110411018, 14/04/2011
200230000.35.128.016051
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/04/2011 - 16/06/2011)

 

 

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს

დადგენილება №19

2011 წლის 4 აპრილი

დაბა  ხარაგაული

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ ,,საქართველოს კანონის 25 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დადგენილ იქნეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა .

1. დადგენილ იქნეს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:

ა) დაბა ხარაგაულში 1კვმ-ზე ერთი ლარი;

ბ) მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვმ -ზე 0.50 ლარი;

გ) სხვა უძრავ ქონებაზე:

გ.ა) დაბა ხარაგაულში –ქონების საპრივატიზებო საფასურის 6%

გ.ბ) მუნიციპალიტეტის სოფლებში – 5%

2. დადგენილ იქნეს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ნივთის საპრივატიზებო საფასურის 5 % .

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 21 ივლისის 11 დადგენილება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის16 მარტის 10 დადგენილება.

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი