დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110411016, 14/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.128.016049 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს
დადგენილება №17
2011 წლის 4 აპრილი
დაბა ხარაგაული
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 03 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 03 იანვრის №3 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებ.გვერდი, 2011 წლის 20 იანვარი).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1 შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 03 იანვრის №3 დადგენილებაში.
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-13 პუნქტის, საფუძველზე“.
2. .დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსით“ განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, თხოვება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. ქონების გადაცემას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.“.
3. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის ტექსტში გამოყენებული სიტყვები ,, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს თავმჯდომარე“ შეიცვალოს სიტყვებით ,,საკრებულოს თავმჯდომარე“
4. დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6 აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას,).ისე რომ თვალსაჩინო იყოს აუქციონატორისათვის.
თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, აუქციონატორი აფიქსირებს მას და თხოვს აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. აუქციონატორის მიერ ფასის სამჯერ გამოცხადების და ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ გამარჯვებულად ითვლება აუქციონის ის მონაწილე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.“.
5.დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები