დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 03 იანვრის №2 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების–გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110411014, 14/04/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.128.016047 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს
დადგენილება №15
2011 წლის 4 აპრილი
დ. ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 03 იანვრის №2 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების-გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საჭიროა შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 03 იანვრის №2 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ" ((საკანონმდებლო მაცნე, ვებ.გვერდი, 2011 წლის 20 იანვარი)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 03 იანვრის №2 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის
დამტკიცების შესახებ".
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი №1 დანართის შესაბამისად".
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დროშა №2 დანართის შესაბამისად".
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები