საქართველოში ჭადრაკის განვითარების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოში ჭადრაკის განვითარების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 804
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/12/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 31/12/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 460010000.05.002.000448
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
804
09/12/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 12, 31/12/1996
460010000.05.002.000448
საქართველოში ჭადრაკის განვითარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/1996 - 15/08/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 804

1996 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოში ჭადრაკის განვითარების ღონისძიებათა შესახებ

ქართულ საჭადრაკო სკოლაში მიღწეული წარმატებების შენარჩუნების, ჭადრაკის შემდგომში განვითარების, ამ სფეროში არსებული ტრადიციების ყოველმხრივ მხარდაჭერის მიზნით:

1. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა იზრუნონ რაიონებსა და ქალაქებში საჭადრაკო კლუბების აღდგენისათვის, არ დაუშვან მათი პროფილის შეცვლა და პრივატიზება სხვა კომერციული მიზნებისათვის; საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან ერთად შეუწყოს ხელი ადგილობრივი საჭადრაკო ფედერაციების შექმნას და მათ გამართულ მუშაობას.

2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (თ. კვაჭანტირაძე) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან (ვ. შუბლაძე) ერთად კვლავაც შეუწყოს ხელი ექსპერიმენტის სახით ჭადრაკის სწავლებას დაწყებით კლასებში; საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად (კ. ასათიანი) განავითაროს ჭადრაკის სექციების ქსელი უწყებრივი დაქვემდებარების სპორტულ სკოლებში.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ყოველწლიურად გაითვალისწინოს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საერთაშორისო კალენდრით გათვალისწინებული ოფიციალური შეჯიბრებების (მათ შორის საჭადრაკო რეზერვები) პრიორიტეტული დაფინანსება.

4. 1997 წლის ოქტომბერში თბილისის ჭადრაკის სასახლის 25 წლისთავის ღირსეულად აღნიშვნისათვის:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად წარმოდგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე ჭადრაკის სასახლის კაპიტალური რემონტისათვის მიზნობრივად გამოყოს 250 ათასი ლარი;

ბ) ქალაქ თბილისის მერიამ შეისწავლოს ჭადრაკის რესპუბლიკური სასახლის გათბობით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარების საკითხი და გამონახოს საშუალება მისი გადაწყვეტისათვის უკვე 1996 წლის ზამთრის პერიოდში.

მიღებულ იქნეს ცნობად, რომ თბილისის მერიამ ჭადრაკის რესპუბლიკური სასახლე გაათავისუფლა კომუნალური (სინათლე, წყალი) ხარჯებისაგან;

გ) მხარი დაეჭიროს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებას და მის ბალანსზე მყოფი თბილისის ჭადრაკის სასახლის აქციონერების დროს საკონტროლო პაკეტის 60 პროცენტის ოდენობით პირდაპირი შესყიდვის უფლება 50 პროცენტის ფასდაკლებით მიეცეს მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების არაერთგზის ჩემპიონ ქალებს (ნ. გაფრინდაშვილი, მ. ჩიბურდანიძე, ნ. ალექსანდრია, ნ. იოსელიანი, ქ. არახამია, ნ. გურიელი).

5. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განაცხადის საფუძველზე საკურორტო სეზონის პერიოდში შეუფერხებლად გამოყოს ადგილები სანატორიუმ "ბორჯომ-ლიკანსა" და მისდამი დაქვემდებარებულ სხვა საკურორტო დაწესებულებებში დიდოსტატთა ვარჯიშისა და წვრთნისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად.

6. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტმა (ზ. ჭანკოტაძე) უზრუნველყოს ავიარეისებზე (მათ შორის საერთაშორისო) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის განაცხადების პრიორიტეტული დაკმაყოფილება.

მოწონებულ იქნეს საქართველოში მოქმედი კომერციული ავიაკომპანიების ("ორბი", "ეარ ჯორჯია" და სხვ.) კერძო ინიციატივა საქართველოს მოჭადრაკეთათვის უფასო და შეღავათიანი ავიაბილეთების გამოყოფის თაობაზე.

7. ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ზ. შენგელიას.

8. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციამ (ა. გოგელია) ფართოდ გააშუქონ საქართველოს სახელოვან მოჭადრაკეთა მიღწევები ევროპისა და მსოფლიოს ასპარეზობებზე.

მოწონებულ იქნეს გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" ინიციატივა სპეციალური საჭადრაკო გაზეთის "ლაზიერის" გამოცემის შესახებ.

 ე. შევარდნაძე