დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე მოხალისე სამხედრო მოსამსახურეთა და წვევამდელი ასაკის ახალგაზრდათა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 ნოემბრის №736 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 345 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 31/05/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27(34), 09/06/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №345
1999 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე მოხალისე სამხედრო მოსამსახურეთა და წვევამდელი ასაკის ახალგაზრდათა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 ნოემბრის №736 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე მოხალისე სამხედრო მოსამსახურეთა და წვევამდელი ასაკის ახალგაზრდათა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 ნოემბრის №736 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ნოდარ თათარაშვილი, შიო ხეცურიანი, ალექსი ჯინჭველაშვილი და შალვა შონია.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ: გელა უღრელიძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი – კომისიის თავმჯდომარე, ფირუზ ყელბერაშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს ჯარგარეშე მომზადების ქვეგანყოფილების უფროსი – კომისიის მდივანი, გივი აბაზაძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხედრო-საექიმო კომისიის თავმჯდომარე, ვასილ ბარბაქაძე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს ქვეგანყოფილების უფროსი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები