დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 ოქტომბრის №680 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 316 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 21/07/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 25/07/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №316
2000 წელი 21 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 ოქტომბრის №680 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 ოქტომბრის №680 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-4 თავის მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 6.8. და 6.9. პუნქტები;
ბ) მე-5 თავის მე-7 და მე-8 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საპარლამენტო მდივნის მოადგილე“, ხოლო მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-71 მუხლი:
„მუხლი 71
საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის აზრის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. მოადგილე ასრულებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას მისი არყოფნის შემთხვევაში, აგრეთვე ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებულ სხვა უფლებებს“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები