საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისიის შესახებ

  • Word
საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 631
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 30/09/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 26/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010190060.05.002.000329
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
631
23/09/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 9, 30/09/1996
010190060.05.002.000329
საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისიის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/1996 - 09/12/1996)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 631

1996 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისიის შესახებ

საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და აღრიცხვის მიზნით:

1. შეიქმნას საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფოებრივი მეურვეობის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ზაზა ალექსიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი

ვალერი ასათიანი – საქართველოს კულტურის მინისტრი

ანდრია აფაქიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

არჩილ გოგელია – საქტელერადიო კორპორაციის თავმჯდომარე

დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ზურაბ მახარაძე – საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ზაზა სიამაშვილი – რეზო თაბუკაშვილის სახელობის ეროვნული მადლიერების ინსტიტუტის დირექტორი

ილია ტაბაღუა – ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი

გურამ შარაძე – საქართველოს პარლამენტის მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანანმემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე.

2. კომისიამ:

ა) უზრუნველყოს უცხოეთში არსებული ქართული და აგრეთვე საქართველოში არსებული უცხოური ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა და აღრიცხვა;

ბ) შეადგინოს თავისი მუშაობის გეგმა და წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა ხარჯთაღრიცხვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კომისიის მიერ წარმოდგენილი ხარჯები გაითვალისწინოს 1997 წლის ბიუჯეტში.

    ე. შევარდნაძე