საქართველოს ტყეების დაცვისა და გამწვანება-გატყევების ერთთვიურის და ტყეების დათვალიერების ტრადიციების აღდგენის შესახებ

  • Word
საქართველოს ტყეების დაცვისა და გამწვანება-გატყევების ერთთვიურის და ტყეების დათვალიერების ტრადიციების აღდგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 604
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/09/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 09/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 390050000.05.002.000311
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
604
16/09/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/09/1996
390050000.05.002.000311
საქართველოს ტყეების დაცვისა და გამწვანება-გატყევების ერთთვიურის და ტყეების დათვალიერების ტრადიციების აღდგენის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/1996 - 06/10/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 604

1996 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტყეების დაცვისა და გამწვანება-გატყევების ერთთვიურის და ტყეების დათვალიერების ტრადიციების აღდგენის შესახებ

სათბობ-ენერგეტიკული რესურსების დეფიციტის გამო საქართველოს ქალაქებში და სოფლების გარშემო ბოლო წლებში მასობრივად გაიჩეხა მწვანე ნარგავები და ტყის მასივები, ჯეროვანი ყურადღება არ ეთმობოდა გამწვანება-გატყევების სამუშაოთა სათანადოდ შესრულებას.

აღინიშნოს, რომ წელს პირველად მარტში მოეწყო გატყევება-გამწვანების ერთთვიური „დედაბუნებას-ახალი სიცოცხლე“, რომელიც ტრადიციად უნდა იქცეს.

1. მიღებულ იქნეს საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტემენტის, ავტონომიური რესპუბლიკების მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელთა, მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთა, ქალაქების მერებისა და რაიონების გამგეობათა თავმჯდომარეების წინადადება გამწვანება-გატყევების ერთთვიურისა და ტყეების დათვალიერების მოწყობის ტრადიციების აღდგენის შესახებ.

2. დაწესდეს, რომ გამწვანება-გატყევების ერთთვიური მოეწყოს წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ხოლო ტყეების დათვალიერება – ყოველწლიურად სექტემბრის ბოლო შაბათ-კვირას საზოგადოების ფართო ფენების, მეცნიერების, ლიტერატურის, ხელოვნების, კულტურის მუშაკთა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა მონაწილეობით.

3. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა (გ. ჯაფარიძე) უზრუნველყოს:

– საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან,ქალაქების მერიებთან და რაიონების გამგეობებთან ერთად ერთთვიურის მოწყობამდე გასამწვანებელ-გასატყევებელი ფართობების შერჩევა და სარგავი მასალის რაოდენობის დაზუსტება;

– ქალაქებისა და რაიონებისათვის საჭირო რაოდენობის სარგავი მასალის მიწოდება სათანადო ანაზღაურებით.

4. მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა, ქალაქების მერებმა, რაიონების გამგეობათა თავმჯდომარეებმა, სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ გამწვანება-გატყევების ერთთვიურისა და ტყეების დათვალიერების მაღალ დონეზე მოწყობა, მასში საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა, ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით მოსწავლე ახალგაზრდობის ფართოდ ჩაბმა. ამასთან, უზრუნველყონ გამწვანებულ-გატყევებული ფართობების შემდგომი მოვლა-დაცვის ორგანიზაცია.

5. საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერთ თვეში შეიმუშაოს და დაამტკიცოს დებულება საქართველოს ტყეების რესპუბლიკური დათვალიერების შესახებ.

6. ეთხოვოთ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კორპორაციას (ა. გოგელია) და საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო კორპორაციას (ვ. აბაშიძე) უზრუნველყონ ერთთვიურისა და დათვალიერების მიმდინარეობის სისტემატურად გაშუქება.

 

ე. შევარდნაძე