დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 134 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 13/04/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 36, 17/04/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №134
2001 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის განყოფილება გარდაიქმნას მოქალაქეების მიღებისა და წერილებზე მუშაობის სამსახურად.
2. დამტკიცდეს „მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის სამსახურის” თანდართული დებულება.
3. „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს – მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის განყოფილება;
ბ) ჩამონათვალს დაემატოს – მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის სამსახური.
ე. შევარდნაძე
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის სამსახურის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მოქალაქეთა მიღებისა და წერილებზე მუშაობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას და მათ წერილებზე მუშაობას.
2. თავის საქმიანობაში სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სხვა კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის სამმართლებრივი აქტებით, სახელმწიფო კანცელარიის დებულებითა და ამ დებულებით.
3. სამსახურის მუშაკთა საქმიანობას აწესრიგებს ეს დებულება.
მუხლი 2. სამსახურის მიზნები და ამოცანები
1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.
2. დოკუმენტებზე მუშაობის სრულყოფა და დამუშავების ხარისხის ამაღლება.
3. დოკუმენტების ბრუნვის პროცესის კომპიტერიზაციის სრულყოფა.
4. სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
1. სახელმწიფო კანცელარიაში შემოსული მოქალაქეთა წერილების მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია.
2. შინაარსის მიხედვით მოქალაქეთა წერილების შერჩევა და მათი გადაცემა სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ან გაგზავნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის.
3. შემოსულ წერილების კონტროლზე აყვანის მიზანშეწონილობის განსაზღვრა.
4. განმცხადებლის წერილობითი ან სიტყვიერი ინფორმირება შემოტანილ განცხადებასთან დაკავშირებით.
5. სახელმწიფო კანცელარიის ქვედანაყოფებში მოქალაქეთა წერილებზე რეაგირების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.
6. მოქალაქეთა პირადი მიღება და შესაძლებლობის ფარგლებში მათთვის სათანადო დახმარების გაწევა.
7. მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობის მიერ.
8. კორესპონდენციის მომზადება არქივისათვის გადასაცემად.
9. მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წერილების პერიოდული ანალიზი სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობის ინფორმაციის მიზნით.
მუხლი 4. სამსახურის უფლებამოსილებანი
სამსახური უფლებამოსილია:
1. მოსთხოვოს კანცელარიის შესაბამის სამსახურებს საკონტროლო დავალებათა შესრულების ვადების დაცვა ან დაუბრუნოს მათ არასწორად მომზადებული მასალა კომპეტენციის ფარგლებში.
2. არ გაატაროს რეგისტრაციაში და დაუბრუნოს განმცხადებელს არასწორად გაფორმებული წერილი.
3. არ მისცეს მსვლელობა ისეთ განმეორებით განცხადებას, რომელიც წინა განცხადების ანალოგიურია.
4. დაუბრუნოს მოქალაქეს წერილი, თუ მასში აღნიშნული საკითხი სასამართლოს განსჯადია ან შეუძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს დადგენა.
5. გასცეს საჯარო ინფორმაცია და უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა განმცხადებლისათვის არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.
6. მოქალაქის მიღებისას საჭირო ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს.
7. წარუდგინოს კანცელარიის ხელმძღვანელობას წინადადებები სამსახურის მუშაკთა დანიშვნის, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.
8. შეასრულოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ხელმძღვანელობის მითითებები და დავალებები.
9. დაიცვას პირადი, კომერციული და პროფესიული საიდუმლოება.
10. უზრუნველყოს საჯარო რეესტრის სწორად წარმოება.
მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. სამსახურის სტრუქტურულ შემადგენლობაში შედის:
ა) სამსახურის უფროსის მოადგილე მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციის საკითხებში, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს სახელმწიფო მინისტრი სამსახურის უფროსის წარდგინებით;
ბ) რეფერენტები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი სამსახურის უფროსის წარდგინებით;
გ) საქმისმწარმოებლები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსის წარდგინებით არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები