დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/03/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 29/03/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №112
2001 წლის 24 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში არსებულ ასიგნებათა ფარგლებში შემოღებულ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და სრულუფ-ლებიანი წარმომადგენლის თანამდებობა.
2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში და ჩამონათვალს სიტყვების „საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი“ შემდეგ დაემატოს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები