„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 273
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 28/06/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2004
სარეგისტრაციო კოდი 010220000.05.002.000000
  • Word
273
26/06/2000
სსმ, 58, 28/06/2000
010220000.05.002.000000
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 273

2000 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის        31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების, რელიგიისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების განყოფილების და სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის ცენტრის ბაზაზე შეიქმნას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახური არსებულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში:

ა) დაემატოს „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა სამსახური“;

ბ) ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს „პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება“, „რელიგიისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების განყოფილება“ და „სამოქალაქო საზოგადოების და მასმედიის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობის ცენტრი“.

3. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თედო ისაკაძემ ერთ თვეში უზრუნველყოს სამსახურის დებულების წარმოდგენა დასამტკიცებლად.

   ე. შევარდნაძე