დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 652 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 17/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 87, 22/07/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/04/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/07/2005 - 17/04/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №652
2005 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკა“ (შემდგომში – ბიბლიოთეკა).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) უზრუნველყოს ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს ბიბლიოთეკის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ბიბლიოთეკისათვის შესაბამისი უძრავი ქონების გადაცემა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ხოლო მოძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები