დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 316 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/05/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23(30), 18/05/1999 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №316
1999 წლის 12 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პროექტის „სახელმწიფოს მართვის სისტემის სრულყოფა დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის“ რეკომენდაციების გათვალისწინებით საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში არსებულ ასიგნებათა ფარგლებში განხორციელდეს შემდეგი სტრუქტურული ცვლილებანი:
ა) დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება გარდაიქმნას კომპიტერული ტექნოლოგიების სამსახურად;
ბ) კადრების განყოფილება გარდაიქმნას კადრების სამსახურად;
გ) საორგანიზაციო-სარედაქციო განყოფილებას გამოეყოს და მის ბაზაზე შეიქმნას ოპერატიული დაგეგმვისა და მართვის სამსახური.
2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში:
ა) ჩამონათვალს დაემატოს კომპიუტერული ტექნოლოგიების სამსახური, ოპერაციული დაგეგმვისა და მართვის სამსახური, კადრების სამსახური;
ბ) ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს – დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, კადრების განყოფილება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები