„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

  • Word
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/02/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8(15), 24/02/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 15/02/2004
სარეგისტრაციო კოდი 010220000.05.002.000000
  • Word
65
19/02/1999
სსმ, 8(15), 24/02/1999
010220000.05.002.000000
„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 65

1999 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის 81 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

1. გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მის ბაზაზე საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში (არსებულ ასიგნებათა ფარგლებში) შეიქმნას:

ა) ფულად-საკრედიტო, ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამსახური;

ბ) სექტორული ეკონომიკის სამსახური;

გ) ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური.

2. გაუქმდეს სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

3. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის 81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სტრუქტურაში:

ა) დაემატოს ფულად-საკრედიტო, ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამსახური; სექტორული ეკონომიკის სამსახური; ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახური;

ბ) ჩამონათავლიდან ამოღებულ იქნეს ეკონომიკური სამსახური; სახელმწიფო მართვის სისტემის რეფორმების საბჭოს აპარატი.

4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვ. ლორთქიფანიძემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილეს სახელმწიფო კანცელარიის უფროსმა პ. მამრაძემ ახლად შექმნილ სამსახურებში განახორციელონ შტატების შემცირება, თანახმად საქართველოს კანონისა „საჯარო სამსახურის შესახებ“.

ე. შევარდნაძე