დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მომსახურების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 773 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 24, 31/12/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№773
1997 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მომსახურების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მომსახურების გაუმჯობესებისა და მისი სამეურნეო საქმიანობიდან გათავისუფლების მიზნით:
1. გადაეცეს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს დაქვემდებარებაში სახელმწიფო კანცელარიის ადმინისტრაციული შენობის სამმართველო, სახელმწიფო კანცელარიის კვების ბლოკი, სახელმწიფო კანცელარიის სპორტული დარბაზი, სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული სტაციონარული და ოპერატიულ-რადიოტექნოლოგიური ფონოგრამული მომსახურებისა და ოპერატიული ბეჭდვის ცენტრი და სახელმწიფო კანცელარიის ბალანსზე რიცხული ქონება.
2. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი.ანდრიაძე) ზემოაღნიშნული სტრუქტურების ბაზაზე შექმნას საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მომსახურების სააგენტო.
3. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ (პ.მამრაძე)და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი.ანდრიაძე) განიხილოს ამ განკარგულების 1-ლი პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო სამსახურიდან გამოთავისუფლებული მუშაკების შრომითი მოწყობის საკითხი.
4. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი.ანდრიაძე)და სახელმწიფო კანცელარიის საფინანსო-სამეურნეო სამსახურმა (ნ.ქევხიშვილი) უზრუნველყონ ამ განკარგულების 1-ლი პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ (ჯ.ხეცურიანი) შეიმუშაოს და დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს კანონპროექტი „საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში სათანადო ცვლილებების შესატანად.
6. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში და საფინანსო-სამეურნეო სამსახურის დასახელებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სამეურნეო“.
ე.შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები