დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 619 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/11/1997 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 21, 14/11/1997 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/02/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №619
1997 წლის 4 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო კანცელარიის დროებითი დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ
„ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 23 სექტემბრის №536 ბრძანებულებისა და მის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 1997 წლის 16 ოქტომბრის №156 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და ხარჯთაღრიცხვის თანახმად, აგრეთვე „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის ქართული მხარის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 27 დეკემბრის №324 განკარგულების შესაბამისად შემოღებული თანამდებობის – ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის უფროსის საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დებულებაში ასახვის მიზნით: შეტანილ იქნეს ნაწილობრივი ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის №81 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის დებულებაში:
– დებულების მე-7 მუხლში სიტყვების „სამსახურის უფროსების“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის უფროსი“;
– დებულების მე-12 მუხლის ბოლო აბზაცში სიტყვების „სამსახურების უფროსების“ შემდეგ ჩაემატოს სიტყვები „ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის უფროსი“.
ე.შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები