ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის შესახებ

  • Word
ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 536
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/09/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 15/01/2004
სარეგისტრაციო კოდი 010220000.05.002.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
536
23/09/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 18, 30/09/1997
010220000.05.002.000000
ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/1997 - 09/01/2004)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება 536

1997 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების

 გაერთიანებული აპარატის შესახებ

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. შექმნილია და მოქმედებს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისია, აგრეთვე კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი დელეგაცია. გაფართოვდა კონტაქტები გაეროსთან, ეუთოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მთელი ამ საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი – მიმართულების ხელმძღვანელი ი. მაჭავარიანი.

ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესის კოორდინირებულად წარმართვის, საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის საქმიანობის აპარატული უზრუნველყოფის, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 27 დეკემბრის 846 ბრძანებულებით შექმნილი ქართულ-ოსური კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით საგანგებო უფლებამოსილებით აღჭურვილი დელეგაციისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 27 დეკემბრის 324 განკარგულებით დამტკიცებული ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის ქართული მხარის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით:

1. ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან – მიმართულების ხელმძღვანელთან შეიქმნას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატი.

2. გაერთიანებული აპარატს 1997 წლის მეოთხე კვარტალის ხელფასის ხარჯები აუნაზღაუროს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ (პ. მამრაძე), რისთვისაც სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივად გამოიყოს 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

3. ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკური პრობლემებისა და კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა – მიმართულების ხელმძღვანელმა მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე წარმოადგინოს დასამტკიცებლად გაერთიანებული აპარატის საშტატო ნუსხა გამოყოფილი ხელფასის ფონდის ფარგლებში; მანვე დააკომპლექტოს კადრებით გაერთიანებული აპარატი დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით.

4. გაერთიანებული აპარატის სამივლინებო, სამეურნეო, საკანცელარიო და სხვა ხარჯების ანაზღაურება უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ. ამასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 31 იანვრის 81 ბრძანებულებით დამტკიცებულ სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაში და დაემატოს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატი“.

5. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიამ სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურთან (ი. ანდრიაძე) ერთად გამოძებნოს გაერთიანებული აპარატისათვის სამუშაო ფართობი დადგენილი ნორმების შესაბამისად.

ე. შევარდნაძე