დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 28/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/02/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/04/2005 - 23/02/2006)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №78
2005 წლის 25 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის დაფუძნების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის წესდების დამტკიცება დადგენილი წესით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი ჩაითვალოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ.
4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტს გადაეცეს დანართის მიხედვით გათვალისწინებული ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები