დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2543 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 24, 20/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.070.000.05.001.001.348 |
საქართველოს კანონი
„პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევის, პარლამენტის წევრისა და პარლამენტის აპარატის მოხელის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 160) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირი, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა პარლამენტმა ან დაინიშნა პარლამენტის თანხმობით, ასევე პარლამენტის წევრზე, რომელმაც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადება დაწერა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო;“.
2. მე-15 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ენიშნება ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც სრული საპარლამენტო ვადის არანაკლებ 6 თვისა იყო პარლამენტის წევრი და მისი უფლებამოსილება ვადამდე არ შეწყვეტილა „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა პარლამენტმა ან დაინიშნა პარლამენტის თანხმობით, ასევე პარლამენტის წევრზე, რომელმაც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პირადი განცხადება დაწერა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია ყოფილ პარლამენტის წევრს მიეცემა მოქმედი პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით;“;
გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ყოფილ პარლამენტის წევრს, თუ იგი ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ზემოაღნიშნულ პენსიამდე შევსების ოდენობით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ყოფილ პარლამენტის წევრზე, რომელიც ეწევა სამეცნიერო ან პედაგოგიურ ანაზღაურებად საქმიანობას.“.
3. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ყოფილ პარლამენტის წევრს, რომელიც ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სადეპუტატო კომპენსაცია მიეცემა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ზემოაღნიშნულ კომპენსაციამდე შევსების ოდენობით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ყოფილ პარლამენტის წევრზე, რომელიც ეწევა სამეცნიერო ან პედაგოგიურ ანაზღაურებად საქმიანობას.“.
4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განცხადება პარლამენტის წევრის პენსიის ან სადეპუტატო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე, აგრეთვე ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ერთი სახის პენსიის არჩევის შესახებ წარედგინება საქართველოს პარლამენტის აპარატს, რომელიც 15 დღის განმავლობაში აფორმებს დოკუმენტებს და ნიშნავს შესაბამის პენსიას. საპარლამენტო პენსია ან სადეპუტატო კომპენსაცია პარლამენტის ყოფილ წევრს ენიშნება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.“.
5. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. 1990 წელს არჩეული ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებს (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრული პირებისა), მიუხედავად მათ მიერ განხორციელებული სადეპუტატო უფლებამოსილების ვადისა, პარლამენტის წევრის სამსახურებრივი პენსია მიეცემა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოქმედი პარლამენტის წევრის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით.“.
მუხლი 2
ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტები და მე-3 და მე-5 პუნქტები – 2004 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 22 ივლისი.
№2543–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები