დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №594 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 551 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/12/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.05.002.000000 |
საქართველოს პრეზიდენტის
2002 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №594 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
სამეცნიერო კვლევით პროცესში, სტუდენტების აქტიური ჩაბმის, სტუდენტ-მეცნიერთა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით „საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №594 ბრძანებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.7. და 4.8 პუნქტები:
„4.7. რექტორთა საბჭოსთან არსებობს მის დაქვემდებარებაში მყოფი საკონსულტაციო ორგანო – საქართველოს სტუდენტთა სამეცნიერო საბჭო.
4.8. საქართველოს სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს საქმიანობა განისაზღვრება რექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები