"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 3/72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110408021, 12/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016012
  • Word
3/72
07/04/2011
ვებგვერდი, 110408021, 12/04/2011
040030000.22.054.016012
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №3/72

2011 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №3/256 ბრძანებით (სსმ III, 08. 08. 2006 წ., №105, მუხ. 1435) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:

1. დებულების პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული კინოცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0105 ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო №4.“.

2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“, „ს2“, „ს3“ და „ს4“ ქვეპუნქტები:

„ს1) ხელი შეუწყოს კინოს სფეროში მოღვაწე პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

ს2) ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შემოიღოს ნომინაციები სხვადასხვა კონკურსებისთვის;

ს3) განახორციელოს კინოს სფეროს მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეროვნული კინოცენტრის ფუნქციონირებას;

ს4) გამოსცეს პერიოდული გამოცემები;“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. რურუა