საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო რიცხოვნობისა და მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო რიცხოვნობისა და მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 11/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
211
09/04/2005
სსმ, 42, 11/04/2005
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო რიცხოვნობისა და მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (11/04/2005 - 16/03/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №211

2005 წლის 9 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო რიცხოვნობისა და მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერი­ტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო რიცხოვ­ნობა (დანართი№1) და აპარატის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).

2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებისათვის დამატებით საჭირო ასიგნებები გამოყოფილ იქნა „საქარ­თველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 7 აპრილის №97 განკარგულების შესაბამისად საქართვე­ლოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2005 წლის 1 აპრი­ლიდან.

მ. სააკაშვილი

დანართი№1

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის საშტატო რიცხოვნობა

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ფო­თი, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის რაიონები) საქართვე­ლოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარა­ტი – 22 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 25 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ქუ­თაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათუ­რის, ხარაგაულის, ხონის რაიონები) საქართველოს პრეზი­დენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 30 საშტა­ტო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმე­ტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგო­დეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 26 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალ­გო­რის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის, ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნე­ბულის აპარატი – 26 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 16 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 29 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. რუს­თავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 36 საშტატო ერთეული;

ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქ. ცხინ­ვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი – 27 საშტატო ერთეული.

დანართი№2

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობის დასახელება თანამდებობრივი სარგო (ერთ ერთეულზე)

სახელმწიფო რწმუნებული              2300

პირველი მოადგილე                          800

მოადგილე                                            700

სამსახურის უფროსი                         250

მთავარი ბუღალტერი                       250

კანცელარიის უფროსი                      200

მთავარი სპეციალისტი                     190

უფროსი სპეციალისტი                     160

სპეციალისტი                                      130

ტექნიკური მუშაკი                             120