საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე

  • Word
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/04/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 16/04/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
78
14/04/2009
სსმ, 47, 16/04/2009
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/04/2009 - 08/07/2009)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №78

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებელ საკითხთა კოორდინაციის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:

თამარ კოვზირიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, ჯგუფის თავმჯდომარე

დავით ამაღლობელი – საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

თამარ ბერუჩაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

თინა ბურჯალიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე

დავით გაბუნია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ,,საქპატენტის” გენერალური დირექტორი

მარიამ გაბუნია – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი მრჩეველი, ჯგუფის მდივანი

ირაკლი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე

დიმიტრი გვინდაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

პაატა გოგოლიძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი

სულიკო ვარსემაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე

მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

ალექსი მაჭავარიანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე

ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე

ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

გიორგი წერეთელი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე

ლევან ჭოლაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

ნოდარ ხატიაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

მუხლი 2. ჯგუფის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს და მისი საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია.

მუხლი 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ევროკავშირსა და აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მოსამზადებელ სამუშაოთა კოორდინაციის სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 თებერვლის №21 დადგენილება.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური