დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| განათლების სფეროში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა და მათთან გათანაბრებულ პირთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 550 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/08/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270090000.05.002.000281 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/08/1996 - 15/08/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 550
1996 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
განათლების სფეროში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა და მათთან გათანაბრებულ პირთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ
1. იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სფეროში დაწყებულ რადიკალურ რეფორმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ახალი ქართული სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში, ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის რელსებზე გადასვლაში, გაიზარდოს განათლების სფეროში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა და მათთან გათანაბრებულ პირთა შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი განაკვეთები და მათი დანამატები) 1996 წლის პირველი სექტემბრიდან 100 პროცენტით.
2. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე შეიმუშაოს და გამოსცეს ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სათანადო მითითებები და განმარტებები.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს "საქართველოს 1996 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები