„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2625
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 12/08/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.001.347
  • Word
2625
23/07/2003
სსმ, 23, 12/08/2003
220.010.000.04.001.001.347
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, 1994-1995 წ., მუხ. 642) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია და ცნობები აგრეთვე გაიცემა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 741 მუხლი:

     „მუხლი 741. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა და თავის საქმიანობაში არ ემორჩილება არც ერთ სხვა ორგანოს და თანამდებობის პირს. სამსახური საქმიანობას წარმართავს საკუთარი დებულების, ამ კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. სამსახურის უფროსი თანამდებობიდან თავისუფლდება, თუ:

ა) დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა;

ბ) ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარების გამო;

გ) გახდა ვალაუვალი ან გამოცხადდა გაკოტრებულად და არ არის რეაბილიტირებული;

დ) ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

4. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მართვასთან, სტრუქტურასთან, წარმომადგენლობასთან, ანგარიშვალდებულებასთან და კონტროლთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქმიანობისათვის საჭირო ქონებას გადასცემს ეროვნული ბანკი ეროვნული ბანკის საბჭოს შესაბამისი დადგენილების საფუძველზე. სამსახურის ბიუჯეტს ყოველწლიურად ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წინაშე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                              . შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 23 ივლისი.

№2625-რს