საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 239
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 07/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110407030, 08/04/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016045
  • Word
239
07/04/2011
ვებგვერდი, 110407030, 08/04/2011
040030000.22.026.016045
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის” დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის №297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №239

2011 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების  დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის 297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დებულების  დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 ოქტომბრის 297 ბრძანებით (სსმ III, 30.10.2006წ. 147, მუხ. 2045) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულებიპირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი” (შემდგომ ტექსტში ჰოსპიტალი) წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების) (შემდგომ ტექსტში მოსამსახურბი), საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი  კომპენსაციის/ პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების  (შემდგომ ტექსტში – პენსიონერები), აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.”.

2. დებულებიმე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ჰოსპიტალის” მიერ ,,მოსამსახურეების”, პენსიონერების” და მათი ოჯახის წევრების მომსახურება პრიორიტეტულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.  ჰოსპიტალი” ქვემოთ ჩამოთვლილი პირების მიერ პირადად, ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით, საბიუჯეტო დაფინანსებით, ახორციელებს შემდეგი პირების მომსახურებას:

ა) მოსამსახურეების” მომსახურება ხორციელდება ანაზღაურების გარეშე;

ბ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირების, ამავე აქტით დადგენილ შემთხვევებში ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით მომსახურება ხორციელდება, თუ ისინი წარმოადგენენ:

ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ სახელმწიფო კომპენსაციის/ პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;

ბ.გ) ამ პუნქტის და ბ.ა ქვეპუნქტებში განსაზღვრულ პირთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა).“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია