კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ

  • Word
კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 07/12/1944
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, -, 07/12/1993
ძალაში შესვლის თარიღი 20/05/1994
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
-
07/12/1944
ვებგვერდი, -, 07/12/1993
000000000.00(0).000.000000
კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო

ავიაციის შესახებ

 

პრეამბულა

მხედველობაში იღებენ რა, რომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომავალი განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მსოფლიოს ერებსა და ხალხებს შორის მეგობრობისა და ურთიერგაგების დამყარებასა და განგრძნობას, მისმა ბოროტად გამოყენებამ კი შეიძლება საფრთხე შეუქმნას საყოველთაო უშიშროებას.

მხედველობაში იღებენ რა, რომ სასურველია თავიდან აიცილონ უთანხმოებანი და ხელი შეუწყონ ერებსა და ხალხებს შორის ასეთ თანამშრომლობას, რომელზეც დამოკიდებულია მთელი მსოფლიოს მშვიდობა.

ქვემორე ხელმომწერმა მთავრობებმა, რომლებიც შეთანხმდნენ გარკვეული პრნიციპებზე და ღონისძიებებზე იმისითვის, რომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაცია უსაფრთხოდ და მოწესრიგებულად ვითარდებოდეს და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა შესაძლებლობათა თანასწორობის საფუძველზე მყარდებოდეს და გონივრულად და მომჭირნედ ხორციელდებოდეს.

ამ მიზნით დადეს ეს კონვენცია

 

ნაწილი I

აერონავიგაცია

 

თავი I. კონვენციის ზოგადი პრინციპები და გამოყენება

 

მუხლი 1

სუვერენიტეტი

ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ, რომ ყოველ სახელმწიფოს სრული და განსაკუთრებული სუვერენტიტეტი აქვს თავისი ტერიტორიის საჰაერო სივრცის მიმართ.

მუხლი 2

ტერიტორია

ამ კონვენციის მიზნებისათვის სახელმწიფოს ტერიტორიად ითვლება სახმელეთო ტერიტორია და მისი მიმდებარე ტერიტორიული წყლები, რომილებიც ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტს, სიუზერენტეტს, პროტექტორანტს ან მანდატს ექვემდებარება.

მუხლი 3

სამოქალაქო და სახელმწიფო საჰაერო ხომალდები

a) ეს კონვენცია გამოიყენება მხოლოდ სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისადმი და არ გამოიყენება სახელმწიფო საჰაერო ხომალდებისადმი;

b) საჰაერო ხომალდები, რომლებსაც სამხედრო, საბაჟო და საპოლიციო სამსახურები იყენებენ, განიხილება როგორც სახელმწიფო საჰაერო ხომალდები;

c) ხელშემკვრელი სახელმწიფოს არავითარი სახელმწიფო საჰაერო ხომალდი არ დაფრინავს მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე და არ ჯდება იქ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამისი ნებართვა აქვს სპეციალური შეთანხმებით ან სხვაგვარად და მისი პირობების შესაბამისად;

d) ხელშემკვრელი სახელმწიფოები თავიანთი სახელმწიფო საჰაერო ხომალდებისათვის წესების დადგენისას ვალდებულებას კისრულობენ ჯეროვანი ყურადღება დაუთმონ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ნავიგაციის უსაფრთხოებას.

მუხლი 4

სამოქალაქო ავიაციის არასათანადო გამოყენება

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო თანახმაა არ გამოიყენოს სამოქალაქო ავიაცია რაიმე ისეთი მიზნით, რომელიც შეუთავსებელი იქნება ამ კონვენციის მიზნებთან.

 

თავი II ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ფრენა

 

მუხლი 5

არარეგულარული ფრენის უფლება

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო თანახმაა, რომ სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოების ყველა საჰაერო ხომალდს, რომლებიც რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე არ დაფრინავენ, უფლება აქვთ, ამ კონვენციის დებულებათა შესრულების პირობებში, იფრინონ მის ტერიტორიაზე ან სატრანზიტო პირდაპირი ფრენა განახორციელონ მის ტერიტორიაზე და დახდნენ არაკომერციული მიზნებით, რასაც წინასწარი ნებართვა არ სჭირდება, იმ პირობით, რომ სახლმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც ხორციელდება ფრენა, უფლება აქვს მოითხოვოს ხომალდის დაჯდომა. ამასთანავე, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებას ინარჩუნებს ფრენის უსაფრთხოების მოსაზრებით საჰაერო ხომალდებს, რომლებიც მიუწვდომელ და სათანადო აეროსანავიგაციო საშუალებებს მოკლებულ რაიონებში აპირებენ ფრენას, მოსთხოვონ, რომ გათვალიწინებული მარშრუტით იფრინონ ან სპეციალური ნებართვა მიიღონ ასეთი ფრენისათვის.

ასეთი საჰაერო ხომალდები, თუ მათ მგზავრები გადაჰყავთ, ტვირთი ან ფოსტა გადააქვთ გასამრჯელოთი ან იჯარით, მაგრამ არა რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლით გათვალისწინებული პირობებით, მე –7 მუხლის დებულებათა შესაბამისად, სარგებლობენ, აგრეთვე პრივილეგიით თვითმფრინავში ჩასხან ან გადმოსხან მგზავრები, ჩატვირთონ ტვირთი ან ფოსტა იმ პირობით, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს, სადაც ასეთი ჩატვირთაგანტვირთვა ხდება, უფლება აქვს დაადგინოს ისეთი წესები, პირობები თუ შეზღუდვები, რომლებსაც სასურველად ჩათვლის.

მუხლი 6

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა

ვერავითარი რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მის თავზე, თუ არა სპეციალური ნებართვით ან ამ სახელმწიფოს სხვა სანქციით და ასეთი ნებართვისათვის სანქციის პირობების შესაბამისად.

მუხლი 7

კაბოტაჟი

ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა საჰაერო ხომალდებს არ მისცეს თავის ტერიტორიაზე ხომალდში მგზავრების ჩასხდომის, ფოსტისა და ტვირთის გადაზიდვის ნებართვა, რომლებიც ანაზღაურებით ან ქირით გადაჰყავთ და გადააქვთ და სხვა დანიშნულების პუნქტი აქვთ მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს არ დადოს არავითარი შეთანხმება, რომელიც საგანგებოდ მიანიჭებს რომელიმე სხვა სახელმწიფოს თუ სხვა სახელმწიფოთა ავისაწარმოს ნებისმიერ ასეთ პრივილეგიას განსაკუთრებულ საფუძველზე, და არ მიიღოს ასეთი განსკუთრებული პრივილეგია რომელიმე სხვა სახელმწიფოსაგან.

მუხლი 8

უპილოტო საჰარო ხომალდები

არც ერთი საჰაერო ხომალდი, რომელსაც შეუძლია უპილოტოდ ფრენა, არ ახორციელებს უპილოტო ფრენას ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიის თავზე, თუ არა ამ სახელმწიფოს სპეციალური ნებართვით და ასეთი ნებართვის შესაბამისი პირობებით. ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს იმ რაიონებში ასეთი უპილოტო ხომალდის ფრენისას, რომლებიც ღიაა სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისათვის, უზრუნველყოს ამ ფრენისადმი ისეთი კონტროლი, რომელიც გამორიცხავს რაიმე საფრთხეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისათვის.

მუხლი 9

აკრძალული ზონები

a) ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს სამხედრო საჭიროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების მოსაზრებით შეუძლია ერთგვაროვან საფუძველზე შეზღუდოს ან აკრძალოს სხვა სახელმწიფოთა საჰაერო ხომალდების ფრენა თავისი ტერიტორიის გარკვეული ზონების თავზე იმ პირობით, რომ ამ მხრივ არავითარი სხვაობა არ იქნება მოცემული სახელმწიფოს საჰაერო ხომალდების რეგულარული საერთაშორისო საჰაერო ფრენასა და დანარჩენი ხელშემკვრელი სახელმწიფოების საჰაერო ხომალდების ფრენას შორის, რომლებიც ანალოგიურ ხაზებზე დაფრინავენ ასეთ აკრძალულ ზონებს გონივრული ფართობი და ადგილმდებარეობა აქვთ, რათა აუცილებლობის გარეშე დაბრკოლებანი არ შეექმნას აერონავიგაციას. ხელშემკვრელ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ასეთი აკრძალული ზონების აღწერა, აგრეთვე მათი ყოველგვარი შემდგომი შეცვლა რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეცნობებათ დანარჩენ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს და სამოქალაქო ავიაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს.

b) ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ამასთან ინარჩუნებს უფლებას განსაკუთრებულ გარემოებათა დროს ან საგანგებო წესების პერიოდში ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის დაუყოვნებლივ დროებით შეზღუდოს ან აკრძალოს ფრენა მთელ თავის ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვა ან აკრძალვა გამიოიყენება ყველა სხვა სახელმწიფოს საჰაერო ხომალდების მიმართ, მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად.

c) ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს იმ წესების საფუძველზე, რომლებიც მან შეიძლება დაადგინოს, შეუძლია a) ან b) პუნქტებში მითითებულ ზონაში შესავალ ნებისმიერ საჰაერო ხომალდს მოსთხოვოს, დაჯდეს რაც შეიძლება სწრაფად რომელიმე მითითებულ აეროპორტში თავისი ტერიტორიის ფარგლებში.

მუხლი 10

დაჯდომა საბაჟო აეროპორტში

იმ შემთხვევის გარდა, როცა ამ კონვენციის ან სპეციალური ნებართვის პირობების შესაბამისად საჰაერო ხომალდებს უფლება ეძლევათ გადაკვეთონ დაუჯდომლად ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორია, ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შედის, და ამას მოითხოვს ამ სახელმწიფოს წესები, ჯდება აეროპორტში, რომელზეც მიუთითებს ეს სახელმწიფო, რათა გაიაროს საბაჟო, ან სხვა კონტროლი. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან გასვლისას ასეთი საჰაერო ხომალდი იმავე წესით ტოვებს საბაჟო აეროპორტს. ცნობებს ყველა აღნიშნული საბაჟო აეროპორტის შესახებ სახელმწიფო აქვეყნებს და უგზავნის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ამ კონვენციის II ნაწილის შესაბამისად, რათა გადასცეს ყველა სხვა ხელემკვრელ სახლმწიფოს.

მუხლი 11

საჰაერო მიმოსვლის წესების გამოყენება

ამ კონვენციის დებულებათა შესრულების პირობით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონები და წესები, რომლებიც შეეხება იმ საჰაერო ხომალდების მის ტერიტორიაზე შესვლას ან მის ტერიტორიიდან გასვლას, რომლებიც საერთაშორისო აერონავიგაციის შესაბამისალ დაფრინავენ, ან ასეთი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციასა და ნავიგაციას მის ტერიტორიაზე მათი ყოფნის დროს, გამოიყენება ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდების მიმართ მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად და სრულდება ასეთი საჰაერო ხომალდების მხრივ ამ სახელმწიფოს ტერიტორიის ფარგლებში შემოსვლის, გასვლის და ყოფნის დროს.

მუხლი 12

ფრენის წესები

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, განახორციელოს ღონისძიებანი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოველი საჰაერო ხომალდი, რომელიც მისი ტერიტორიის ფარგლებში დაფრინავს ან მანევრირებს, აგრეთვე ყოველი საჰაერო ხომალდი, რომელსაც მისი ეროვნული ნიშანი აქვს, სადაც უნდა იმყოფებოდეს ასეთი საჰაერო ხომალდი, იცავდეს მოცემულ ადგილას მოქმედ წესებსა და რეგლამენტებს, რომლებიც საჰაერო ხომალდების ფრენასა და მანაევრირებას ეხება. ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, დაიცვას მაქსიმალურად შესაძლებელი ერთგვაორვნება ამ დარგში თავისი საკუთარი წესებით და იმ წესების ერთგვაროვნება, რომლებიც დროდარო დგინდება ამ კონვენციის საფუძველზე. ღია ზღვის თავზე მოქმედად ითვლება წესები, რომლებიც ამ კონვენციის შესაბამისად არის დადგენილი. ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, უზრუნველყოს იმ პირთა პასუხისმგებლობაში მიცემა, რომლებიც არღვევენ მოქმედ რეგლამენტებს.

მუხლი 13

შესვლა - გასვლის წესები

ხელშემკვრელი სახელმწიფოების კანონები და წესები, რომლებიც შეეხება ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მგზავრების, ეკიპაჟისა თუ ტვირთის შესვლას, როგორიცაა წესები, რომლებიც შეეხება შესვლას, გამოსვლას, იმიგრაციას, საპასპორტო და საჰაერო კონტროლს და კარანტინს, სრულდება ასეთი მგზავრების და ეკიპაჟის მიერ ან მათი სახელით; ეს წესები სრულდება, აგრეთვე ტვირთის მიმართ ჩასვლისას, წასვლისა და ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის დროს.

მუხლი 14

ავადმყოფობათა გავრცელების თავიდან აცილება

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო თანახმაა, ეფექტიანი ღონისძიებანი განახორციელოს აეორნავიგაციის მეშვეობით ქოლერის, ეპიდემიური ტიფის, ყვავილის, ყვითელი ციების, შავი ჭირისა და სხვა ისეთი ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დროდადრო განისაზღვრება ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ, და ამ მიზნით, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უშუალო კონსულტაციები ექნებათ დაწესებულებებთან, რომლებიც განაგებენ საჰაერო ხომალდების მიმართ გამოყენებული სანიტარული ღონისძიებების დარგში საერთაშრისო რეგულირების საკითხებს. ასეთი კონსულტაციები ხორციელდება ისე, რომ ზიანი არ მიადგეს ამ საკითხზე მოქმედ ნებისმიერ საერთაშორისო კონვენციას, რომელთა მონაწილენი არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები.

მუხლი 15

სააეროპორტო და სხვა ამგვარი მოსაკრებლები

ხელშემკვრელი სახელმწიფოს ყოველი აეროპორტი, რომელიც ღიაა მისი ეროვნული საჰაერო ხომალდების საზოგადოებრივი გამოყენებისათვის, 68- მუხლის დებულებათა შესაბასმისად, ღიაა აგრეთვე ერთგვაროვანი პირობებით ყველა სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდებისათვის. ასეთასავე ერთგვაროვან პირობებს იყენებენ ხელშემკვრელი სახელმწიფოების საჰაერო ხომალდები ყველა აეროსანავიგაციო საშუალების, რადიო და მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის ჩათვლით, რომლებიც შეიძლება საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოიყოს აერონავიგაციის უსაფრთხოებისა და ოპერატიულობის უზრუნველყოფის მიზნით.

არავითარი მოსკრებლები, რომლებიც შეიძლება გადაახდევინოს ან ნება დართოს ხელშემკვრელმა სახელმწიფომ იმისათვის, რომ ნებისმიერი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდებმა ისარგებლონ ასეთი აეროპორტებით და აეროსანავიგაციო საშუალბებით, არ უნდა აღემატებოდეს:

a) იმ საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე არ დაფრინავენ, მოსაკრებლებს, რომლებიც შეიძლება გადაახდევინონ ანალოგიურ ხაზებზე მომუშავე იმავე კლასის თავის ეროვნულ საჰაერო ხომალდებს;

b) იმ საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც რეგულარულ საერთაშორისო საჰაერო ხაზხებზე დაფრინავენ, მოსაკრებლებს, რომლებსაც თავის ეროვნულ საჰაერო ხომალდებს გადაახდევინებენ ანალოგიურ საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე.

ყოველგვარ ასეთ მოსაკრებლებზე ინფორმაცია ქვეყნდება და ეცნობება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ამასათან, დაინტერესებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს განცხადბით მოსაკრებლებს, რომლებსაც აეროპორტებისა და სხვა საშუალებებისათვის ახდევინებენ, განიხილავს საბჭო, რომელიც ამის თაობაზე მოხსენებას წარადგენს და რეკომენდაციას აძლევს დაინტერესებულ სახელმწიფოს თუ სახელმწიფოებს განსახილველად არც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ ახდევინებს რაიმე ბაჟს, გადასახადს თუ სხვა მოსაკრებლებს მარტოოდენ მის ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლებისათვის ან მის ტერიტორიაზე შესვლისა და მისი ტერიტორიდან გასვლისათვის ხელშემკრელი სახელმწიფოს რომელიმე საჰაერო ხომალდს, ან ამ ხომალდებში მყოფ მგზავრებს თუ ქონებისათვის.

მუხლი 16

საჰაერო ხომალდების გასინჯვა

       ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ უფლება აქვთ, უსაფუძვლო შეფერხების გარეშე გასინჯოს სხვა სახელმწიფოს საჰაერო ხომალდები, როცა ისინი შემოდიან ან გადიან და შეამოწმონ მოწმობები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კონვენციით.

თავი III. საჰაერო ხომალდების ეროვნულობა

 

მუხლი 17

საჰაერო ხომალდის ეროვნულობა

საჰაერო ხომალდებს იმ სახელმწიფოთა ეროვნულობა აქვთ, სადაც ისინი გატარებული არიან რეგისტრაციაში.

მუხლი 18

ორმაგი რეგისტრაცია

ნამდვილად ვერ ჩაითვლება საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია ერთ სახელმწიფოზე მეტ სახელმწიფოში, მაგრამ მისი რეგისტრაცია შეიძლება გადავიდეს ერთი სახელმწიფოდან მეორეში.

მუხლი 19

რეგისტრაციის მარეგულირებელი ეროვნული კანონმლდებლობა

საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია ან რეგისტრაციის შეცვლა ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მისი კანონებისა და წესების შესაბამისად ხდება.

მუხლი 20

ხომალდის ნიშნები

ყოველ საჰაერო ხომალდს, რომელიც საერთაშორისო ნავიგაციაშია ჩართული, შესაბამისი ეროვნული და სარეგისტრაციო ნინშები აქვს.

მუხლი 21

შეტყობინება რეგისტრაციის შესახებ

ყეველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს ნებისმიერი სხვა ხელშემკრელი სახელმწიფოს თუ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნით წარადგინოს ინფორმაცია ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული ნებისმიერი კონკრეტული საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისა და კუთვნილების თაობაზე

გარდა ამისა, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას იმ წესების შესაბამისად, რომლებიც ამ უკანასკნელს შეუძლია დაადგინოს უგზავნის შეტყობინებას ისეთი შესაბამისი მონაცემების შესახებ, რომლებიც შეიძლება წარადგინოს ამ სახელმწიფოში რეგისტრირებული და ჩვეულებრივ საერთაშორისო აერონავიგაციაში ჩაბმული საჰაერო ხომალდებისადმი კონტროლისა და მისი კუთვნილების შესახებ. მონაცემებს, რომლებსაც ამ გზით მიიღებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, იგი სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გადასცემს მათი თხოვნით.

 

თავი IV. აერონავიგაციისათვის ხელშეწყობის ღონისძიებანი

 

მუხლი 22

ფორმალობათა გამარტივება

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო თანახმა, სპეციალური წესების გამოცემით ან სხვა გზით, ყოველი ღონე იხმაროს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს და დააჩქაროს საჰაერო ხომალდების ნავიგაცია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ტერიტორიებს შორის და თავიდან აიცილოს საჰაერო ხომალდების, ეკიპაჟების, მგზავრებისა და ტვირთის უსაფუძვლო შეფერხება, განსაკუთრებით იმ კანონების გამოყენებისას, რომლებიც შეეხება იმიგრაციას, კარანტინს, საბაჟო კონტროლსა და გაშვებას.

მუხლი 23

საბაჟო და სხვა საიმიგრაციო პროცედურები

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, რამდენადაც ამას შესაძლებლად ჩათვლის, დაადგინოს საბაჟო და სხვა საიმიგორაციო პროცედურები, რომლებიც საერთაშორისო აერონავიგაციას შეეხება, იმ პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც დროდადრო შეიძლება დადგინდეს და რეკომენდაცია მიეცეს ამ კონვენციის თანახმად. ამ კონვენციაში არ შეიძლება არაფერი განიმარტოს, როგორც დაბრკოლება აეროპორტების შექმნისათვის, რომლებიც თავისუფალი იქნება საბაჟო ფორმალობათა შესრულებისაგან.

მუხლი 24

ბაჟი

a) მეორე ხელშემკველი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ტერიტორიიდან ან ტერიტორიის გავლით საჰაერო ხომალდები დროებით ბაჟის გადაუხდელად დაიშვებიან ამ სახელმწიფოს საბაჟო წესების შესაბამისად. სათბობი, საპოხი ზეთები, სათადარიგო ნაწილები, კომპეტენტური მოწყობილობა და მარაგი, რომელიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდშია მეორე ხელშემკვრელი სახელმწმიფოს ტერიტორიაზე ჩასვლისას და ხომალდში რჩება ამ სახელმწიფოს ტერიტორიიდან გასვლისას, თავისუფთლდება ბაჟისაგან, გასინჯვის მოსაკრებლისაგან და სხვა ასეთი სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბაჟისაგან და მოსაკრებლებისაგან. ეს განთავისუფლება არ გამოიყენება არავითარი გადმოტვირთვული ტვირთის მიმართ მისი რაოდენობისა და დასახელების მიუხედავად, იმ შემთხვევების გარდა, რომლებსაც მოცემული სახელმწიფოს საბაჟო წესები ითვალისწინებენ, რომლებიც მოითხოვენ, რომ ტვირთს საბაჟო მეთვალყურეობა გაეწიოს.

b) სათადარიგო ნაწილები და მოწყობილობა, რომლებიც ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეაქვთ სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოს საჰაერო ხომალდში დასადგმელად ან გამოსაყენებლად, რომლებიც საერთაშორისო აერონავიგაციაშია ჩაბმული, თავისუფლდება ბაჟისაგან იმ პირობით, თუ დაცული იქნება მოცემული სახელმწიფოს წესები, რომლებშიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს, რომ მოცემულ საგნებს საბაჟო მეთვალყურეობა და კონტროლი დაუწესდეს.

მუხლი 25

უბედურებაში ჩავარდნილი საჰაერო ხომალდები

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს განახორციელოს თავის ტერიტორიაზე უბედურებაში ჩავარდნილი საჰაერო ხომალდისათვის დახმარების ისეთი ღონისძიებანი, რომლებსაც იგი შესაძლოდ ჩათვლის, და იმ პირობით, რომ ამას კონტროლს გაუწევენ მისი ხელისუფალნი, ნება მიეცემათ ამ საჰაერო ხომალდების მესაკუთრეებს ან სახელმწიფო ხელისუფალს, სადაც რეგისტრირებულია ეს საჰაერო ხომალდი, განახორციელონ დახმარების ისეთი ღონრსძიებანი, რომლებიც ნაკარნახევი იქნება მოცემული გარემოებებით. ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო დაკარგული საჰაერო ხომალდის ძიების საორგანიზაციოდ ითანამშრომლებს იმ შეთანხმებული ღონისძიებების განსახორციელებლალდ, რომლებიც დროდადრო შეიძლება რეკომენლირებულ იყოს ამ კონვენციის შესაბამისად.

მუხლი 26

შემთხვევათა გამოძიება

რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდში მომხდარი შემთხვევის დროს, თუ ეს შემთხვევა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოხდა და სიკვდილი ან სხეულის სერიოზული დაშავება მოჰყვა ან ადასტურებს საჰაერო ხომალდის თუ აეროსანავიგაციო საშუალებების სერიოზულ ტექნიკურ დეფექტს, სახელმწიფო, რომლის ტერიტორიზეც მოხდა შემთხვევა, იძიებს შემთხვევის გარემოებებს, იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც შეიძლება რეკომენდებული იყოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რამდენადაც ეს დაშვებულია კანონმდებლობით სახელმწიფოს, რომელშიც რეგიტსტრირებულია საჰაერო ხომალდი, საშუალება ეძლევა დანიშნოს გამოძიების მეთვალყურენი, ხოლო სახელმწიფო, რომელიც საქმეს იძიებს, ამ სახელმწიფოს უგზავნის გამოძიების ანგარიშს და დასკვნას.

მუხლი 27

საჰაერო სარჩელის გამო ყადაღისაგან განთავისუფლება

a) საერთაშორისო აერონავიგაციის განხორციელების დროს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდის ყოველგვარი ნებადართული ჩაფრენა მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ნებადართული სატრანზიტო ფრენა ასეთი სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით, დაჯდომით თუ დაუჯდომლად, არ იწვევს ამ საჰაერო ხომალდზე ყადაღის დადებას ან დაკავებას, რაიმე სარჩელის წარდგენას ხომალდის მესაკუთრესა და ექსაპლუატანტისათვის ან რაიმე სხვა ჩარევას ამ სახელმწიფოს ან მის ტერიტორიებზე მყოფი რომელიმე პირის მხრიდან ან მათი სახელით იმ საფუძველზე, რომ საჰაერო ხომალდის კონსტრუქცია, მექანიზმები, კვანძები, დამხმარე მოწყობილობა ან მისი ექსპლუატაცია არღვევს პატენტის, სამრეწველო ნიმუშის თუ მოდელის უფლებას, რომლებიც სათანადო წესით გაიცა ან რეგისტრირებულია სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც ჩავიდა ეს საჰაერო ხომალდი, ამ დროს იგულისხმება, რომ სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ჩავიდა ასეთი საჰაერო ხომალდი, არავითარ გარემოებაში არ მოითხოვს საწინდარს ყადაღის დადების თუ საჰაერო ხომალდის დაკავებისაგან ზემოხსენებული განთავისუფლების გამო.

b) ამ მუხლის a) პუნქტის დებულებანი ვრცელდება აგრეთვე საჰაერო ხომალდის სათადარიგო ნაწილების და სამარაგო მოწყობილობის შენახვაზე და მათი გამოყენების უფლებაზე და ნებისმიერ სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდს რემონტის დროს, იმ პირობით, რომ ნებისმიერი დაპატენტებული დეტალი ან მოწყობილობა, რომლებიც ასეთი წესით ინახება, არ გაიყიდება ან არ გავრცელდება ქვეყნის შიგნით და ექსპორტირებული არ იქნება ხელშემკვრელი სახელმწიფოდან ან კომერციული მიზნით, რომლის ტერიტორიტაზეც ჩავიდა ეს საჰაერო ხომალდი;

c) პრივილეგიები, რომლებსაც ეს მუხლი ითვალისწინებს, ვრცელოდება ამ კონვენცის მხოლოდ იმ მონაწილე სახელმწიფოებზე, რომლებიც ან 1) სამრეწველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო კონვენციის ან მის ნებისმიერი შესწორების მონაწილენი არიან, ან 2) მიღებული აქვთ საპატენტო კანონმდებლობა, რომელიც ცნობს ამ კონვენციის მონაწილე მეორე სახელმწიფოს მოქალაქეთა გამოგონებებს და უზრუნველყოფს ამ გამოგონებათა სათანადო დაცვას.

მუხლი 28

აეროსანავიგაციო საშუალებანი და სტანდარტული სისტემები

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, რამდენადაც ჩათვლის იგი საჭიროდ;

a) შესთავაზოს თავის ტერიტორიაზე აეროპორტები, რადიო და მეტროლოგიური სამსახურები და სხვა აერსანავიგაციო საშუალებანი, რათა ხელი შეუწყოს საერთაშორისო აერონავიგაციას ამ კონვენციით რეკომედებულია ან დროდარო დადგენილი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად;

b) მიიღოს და აამოქმედოს კავშირგაბმულობის პროცედურების, კოდების, ნიშანდების, სიგნალების, შუქმოწყობილობის სათანადო სტანდარტული სისტემები და სხვა საექსპლუატაციო პრაქტიკა და წესები, რომლებიც შეიძლება დროდარო რეკომენდებული იყოს ან დადგინდეს ამ კონვენციის შესაბამისად;

c) ითანამშრომლონ საერთაშორისო ღონისძიებებში აეროსანავიგაციო რუკებისა და სქემების გამოსაცამად იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც შეიძლება დროდადრო რეკომენდებული იყოს ან დადგინდეს ამ კონვენციის შესაბამისად.

 

თავი V. საჰაერო ხომალდების დაცვის პირობები

 

მუხლი 29

საჰაერო ხომალდში არსებული დოკუმენტაცია

ხელშემკვრელი სახელმწიფოს თითოეულ საჰაერო ხომალდში, რომელიც საერთაშორისო ნავიგაციაშია ჩართული, ამ კონვენციით დადგენილი პირობების შესაბამისად, არის შემდეგი დოკუმენტები:

a)    რეგისტრაციის მოწმობა;

b)    საფრენად ვარგისობის მოწმობა;

c)    ეკიპაჟის ყოველ წევრზე სათანადო მოწმობა;

d)    საბორტო ჟურნალი;

e)    თუ იგი აღჭურვილია რადიოაპარატურითსაბორტო რადიოსადგურის ნებართვა;

f)     თუ გადაჰყავს მგზავრები - მათი გვარების სია გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილის ჩვენებით;

g)    თუ გადააქვს ტვირთიმანიფესტი და ტვირთის დაწვრილებით დეკლარაციები.

მუხლი 30

საჰაერო ხომალდების რადიომაუწყებლობა

a) ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საჰაერო ხომალდებს, რომლებიც სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ან მის თავზე იმყოფებიან, შეიძლება ჰქონდეთ რადიოგადამცემი აპარატურა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ, სადაც რეგისტრირებულია საჰაერო ხომალდი, გაცემულია ასეთი აპარატურის დაყენებისა და გამოყენების ნებართვა. იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომლის თავზეც ხორციელდება ფრენა, რადიოგადამცემი აპარატურა გამოიყენება ამ ქვეყნის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

b) რადიოგადამცემი აპარატურის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მფრინავთა ეკიპაჟის წევრებს, რომლებსაც აქვთ იმ სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა, სადაც რეგიტსტრირებულია საჰაერო ხომალდი.

მუხლი 31

საფრენად ვარგისობის მოწმობა

საერთაშორისო ნავიგაციაში ჩართულ თითოეულ საჰაერო ხომალდს აქვს საფრენად ვარგისობის მოწმობა, რომელიც გაცემულია ან რომელშიც დადასტურებულია მისი მოქმედების ძალა იმ სახელმწიფოს მიერ, სადაც საჰაერო ხომალდია რეგისტრირებული.

მუხლი 32

ეკიპაჟის წევრთა მოწმობა

a) ყოველი საჰაერო ხომალდის პილოტს და საერთაშორისო ნავიგაციაში ჩართული თითოეული საჰაერო ხომალდის მფრინავთა ეკიპაჟის სხვა წევრებს ეძლევათ საკვალიფიკაციო მოწმობა და მოწმობანი, რომლებიც გაცემულია, ან რომლებშიც დადასტურებულია მათი მოქმედების ძალა იმ სახელმწიფოს მიერ, სადაც რეგისტრირებულია საჰაერო ხომალდი;

b) ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო იტოვებს უფლებას უარი თქვას მისი ქვეყნის ტერიტორიის თავზე ფრენის მიზნით საკვალიფიკაციო მოწმობის და სხვა მოწმობების ცნობაზე, რომლებიც გაცემულია ამ ქვეყნის ნებსმიერ მოქალაქეზე სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ.

მუხლი 33

მოწმობათა ცნობა

საფრენად ვარგისობის და საკვალიფიკაციო მოწმობებს, აგრეთვე სხვა მოწმობებს, რომლებიც გაცემულია ან რომლებსაც მინიჭებული აქვთ მოქმედების ძალა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ, სადაც რეგისტრირებულია საჰაერო ხომალდი, სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ იმ პირობით, თუ მოთხოვნები, რომელთა საფუძველზე გაცემულია ასეთი მოწმობები ან მინიჭებული აქვთ მოქმედების ძალა, შეესაბმამება მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც დროდადრო შეიძლება დადგინდეს ამ კონვენციის შესაბამისად, ან აღემატება მათ.

მუხლი 34

საბორტო ჟურნალები

საერთაშორისო ნავიგაციაში ჩართულ თითოეულ საჰაერო ხომალდში ივსება საბორტოი ჟურნალი, რომელშიც შეაქვთ მონაცემები საჰაერო ხომალდის, მისი ეკიპაჟის და ყოველი ფრენის შესახებ იმ ფორმით, რომელიც დროდადრო შეიძლება დადგნდეს ამ კონვენციის შესაბამისად.

მუხლი 35

ტვირთის გადატანის შეზღუდვები

a) დაუშვებელია რაიმე სამხედრო საჭურველის ან სამხედრო მასალების გადატანა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მის თავზე საერთაშორისო ნავიგაციაში ჩართული საჰაერო ხომალდებით ამ სახელმწიფოს უნებართვოდ თითოეული სახელმწიფო თავის წესებში ამ მუხლის მიმართ განსაზღვრავს, თუ რა ითვლება სამხედრო საჭურვლად ან სამხედრო მასალებად, ამასთან ერთგვაროვნების მიზნით სათანადოდ ითვალისწინებს ისეთ რეკომენდაცმიებს, რომლებიც დროდადრო შეიძლება შეიმუშაოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ;

b) თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უშიშროების მიზნით იტოვებს უფლებას, მოაწესრიგოს ან აკრძალოს თავის ტერიტორიაზე ან მის თავზე a) პუნქტში ჩამოთვლილის გარდა სხვა საგნების გადატანა, იმ პირობით, რომ ამ მხრივ არ იქნება განსხვავება საერთაშორისო ნავიგაციაში ჩართულ ეროვნულ საჰაერო ხომალდებსა და სხვა სახელმწიფოთა ხომალდებს შორის, რომლებიც ასევე არიან ჩართული საერთაშორისო ნავიგაციაში, აგრეთვე იმ პირობით, რომ არ დაწესდება არავითარი შეზუდვები, რომლებმაც შეიძლება დააბრკოლოს საჰაერო ხომალდებით იმ აპარატურის გადატანა და გამოყენება, რომელიც საჭიროა საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისა ან ნავიგაციისათვის, ან ეკიპაჟის წევრთა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მუხლი 36

ფოტოგრაფიული აპარატურა

თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია თავისი ტერიტორიის თავზე საჰაერო ხომალდებში ფოტოგრაფიული აპარატურის გამოყენების აკრძალვა ან რეგლამენტირება.

 

თავი VI. საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა

 

მუხლი 37

საერთაშორისო სტანდარტების და პროცედურების მიღება

თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს, რომ ითანამშრომლოს იმ წესების, სტანდარტების, პროცედურების და ორგანიზაციის მაქიმალური ერთგვაროვნების მისაღწევად, რომლებიც ეხება საჰაერო ხომალდებს, პერსონალს, საჰაერო ტრასებსა და დამხმარე სამსახურებს, აგრეთვე ყველა იმ საკითხში, რომლეშიც ასეთი ერთგვაროვნება ხელს შეუწყობს აერონავიგაციას და მისი სრულყოფას.

ამ მიზნით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია იღებს და საჭიროებისამებრ დროდარო ცვლის საერთაშორისო სტანდარტებს, რეკომენდებულ პრაქტიკას და პროცედურას, რომელიც ეხება:

a) კავშირგაბმულობის სისტემებისა და აეროსანავიგაციო საშუალებებს, მათ შორის სახმელეთო ნიშანდებას;

b) აეროპორტებსა და დასაჯდომი მოედნების მახასიათებლებს;

c) ფრენის წესებსა და საჰაერო მოძრაობის მართვის პრაქტიკას;

d) მფრინავთა და ტექნიკური პერსონალისათვის კვალიფიკაციის მინიჭებას;

e) საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობას;

g) საჰაერო ხომალდების რეგისტრაციასა და იდენტიფიკაციას;

f) მეტეოროლოგიური ინფორმაციის შეგროვებას და გაცვლას;

h) საბორტო ჟურნალებს;

i) აეროსანავიგაციო რუკებსა და სქემებს;

j) საბაჟო და საიმიგრაციო პროცედურებს;

k) უბედურებაში ჩავარდნილ საჰაერო ხომალდებს და შემთხვევათა გამოძიებას.

აგრეთვე აერონავიგაციის უშიშროების, რეგულარობის და ეფექიტიანობის სხვა საკითხებს, რომლებიც დროდადრო შეიძლება მიზანშეწონილი იყოს.

მუხლი 38

საერთაშოორისო სტანდარტებისა და პროცედურებისაგან გადახრა

ნებსმიერი სახელმწიფო, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებლად მიიჩნევს რომელიმე საერთაშორისო სტანდარტის ან პროცედურის ყოველმხრივ დაცვას ან თავისი საკუთარი წესების ან პრაქტიკის რომელიმე საერთაშორისო სტანდარტთან ან პროცედურასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას ამ უკანასკნელის შეცვლის შემდეგ, ან რომელიც საჭიროდ მიჩნევს ისეთი წესის ან პრაქტიკის მიღებას, რომელიც არსებითად განსხვავდება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი წესისაგან, დაუყოვნებლივ ატყობნებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას საკუთარ პრაქტიკასა და საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ პრაქტიკას შორის ამ განსხვავების თაობაზე. საერთაშორისო სტანდარტების შეცვლის შემთხვევაში ნებსმიერი სახელმწიფო, რომელიც არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს თავის წესებში ან პრაქტიკაში, ამის თაობაზე აცნობებს საბჭოს საერთაშორისო სტანდარტში შესწორების მიღებიდან სამოცი დღის ვადაში, ან აღნიშნავს ღონისძიებებს, რომელთა მიღებასაც ის აპირებს ყოველ ასეთ შემთხვევაში საბჭო დაუყოვნებლივ ატყობინებს ყველა სხვა სახელმწიფოს იმ განსხვავების თაობაზე, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტის ერთ ან რამდენიმე დებულებასა და ამ სახელმწიფოს შესაბამის ეროვნულ პრაქტიკას შორის.

მუხლი 39

აღნიშვნები მოწმობებში

ყოველი საჰაერო ხომალდის ან მისი იმ ნაწილის საფრენად ვაგისობის მოწმობაში, რომლებზეც არსებობს საფრენად ვარგისობის საერთაშორისო სტანდარტი ან სხვა საფრენი მახასიათებლები და რომლებიც სერტიფიკაციის დროს რაიმე მხრივ არ შეესაბამება ამ სტანდარტს, შეიტანება ან თან ერთვის სრული ნუსხა დეტალებისა, რომელთა გამოც საჰაერო ხომალდი ან მისი ნაწილი ასეთ სტანდარტს არ შეესაბმება.

ნებისმიერი პირის მოწმობაში, რომელიც სრულად ვერ აკმაყოფილებს მისი მფლობელის მოწმობის კლასის მიმართ საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ პირობებს, შეიტანება ან თან ერთვის იმ მონაცემთა სრული ნუსხა, რომლებითაც ეს პირი ვერ აკმაყოფილებს ამ პირობებს.

მუხლი 40

აღნიშვნებიან მოწმობათა ნამდვილობა

არც ერთი საჰაერო ხომალდი, აგრეთვე პერსონალის არც ერთი წევრი, რომელთა მოწმობებში შეტანილია ასეთი აღნიშვნები, არ მონაწილეობს საერთაშორისო ნავიგაციაში, თუ არა აქვთ იმ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ნებართვა, რომელთა ტერიტორიაზეც ისინი იმყოფებიან. ყოველი ასეთი საჰაერო ხომალდის ან ნებსმიერი მისი სერთიფიცირებული ნაწილის რეგისტრაცია ან გამოყენება ნებსმიერ სხვა სახელმწიფოში, გარდა იმისა, სადაც თავდაპირველად იყო სერტიფიცირებული, ხდება იმ სახელმწიფოს შეხედულებისამებრ, სადაც არის იმპორტირებული საჰაერო ხომალდი ან მისი ნაწილი.

მუხლი 41

საფრენად ვარგისობის არსებული სტანდარტების ცნობა

ამ თავის დებულებანი არ გამოიყენება ისეთი ტიპის საჰაერო ხომალდებისა და საავიაციო მოწყობილობის მიმართ, რომელთა პროტოტიპი კომპეტენტური ეროვნული ორგანოების მიერ წარდგენილია სასერტიფიკაციოდ ასეთი მოწყობილობისათვის საფრენად ვარგისობის საერთაშორისო სტანდარტის მიღების დღიდან სამი წლის გასვლამდე.

მუხლი 42

პერსონალის კვალიფიკაციის არსებული სტანდარტების ცნობა

ამ თავის დებულებები არ გამოიყენება პერსმონალის მიმართ, რომელთაც თავდაპირველად მოწმობა მიეცათ ასეთი პერსმონალის კვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო სტანდარტის პირველი მიღებიდან ერთი წლის გასვლამდე; მაგრამ ისინი ყველა შემთხვევაში გამოიყენება მთელი პერსონალის მიმართ, რომლის მოწმობები ძალაში რჩება ასეთი სტანდარტის მიღების დღიდან ხუთი წლის განმავლობაში.

 

ნაწილი II

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

 

თავი VII ორგანიზაცია

 

მუხლი 43

სახელწოდება და სტრუქტურა

ამ კონვენციით ფუძნდება ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაასამოქალაქო ავიაციის საერთაშორისორ ორგანიზაცია“. მასში შედიან ასამბლეა, საბჭო და სხვა ისეთი ორგანოები, რომელთა შექმნა შეიძლება საჭირო გახდეს.

მუხლი 44

მიზნები

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია საერთაშორისო აერონავიგაციის პრინციპებისა და მეთოდების შემუშავება და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის დაგეგმვისა და განვითარებისათვის ხელის შეწყობა, რაც:

a) უზრუნველყოს მთელ მსოფლიოში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებული განვითარება;

b) წაახალისოს მშვიდობიანი მიზნით საჰაერო ხომალდების კონსტრუირებისა და ექსპლუატაციის ხელოვნება;

c) წაახალისოს საჰაერო ტრასების, აეროპორტებისა და აეროსანავიგაციო საშუალებების განვითარება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციისათვის;

d) დააკმაყოფილოს მსოფლიოს ხალხთა მოთხოვნილება უსაფრთხო, რეგულარულ, ეფექტიან და ეკონორმიმკურ საჰაერო ტრანსპორტზე;

e) თავიდან აიცილოს არაგონივრული კონკურენციით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი;

f) უზრუნველყოს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა უფლებების სრული პატივისცემა და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში დასაქმებულ ავიასაწარმოთა გამოყენების თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის სამართლიანი შესაძლებლობანი;

g) არ დაუშვას დისკრმინაცია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მიმართ;

h) ხელი შეუწყოს საერთაშორისო აერონავიგაციაში ფრენის უსაფრთხოებას;

i) ზოგადი დახმარება გაუწიოს საერთაშორისო სამოქალაქო აერონავტიკის განვითარებას ყველა მისი ასპექტით.

მუხლი 45

მუდმივი ადგილსამყოფელი

ორგანიზაციის მუდმივი ადგილსამყოფელია ის ადგილი, რომელსაც განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის იმ დროებითი საერთაშორისო ორგანიზაციის დროებითი ასამბლეის საბოლოო სხდომა, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ დროებითი შეთანხმებით, 1944 წლის 7 დეკემბერს რომ მოაწერეს ხელი ჩიკაგოში. საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილსამყოფელის დროებითი გადატანა შეიძლება ნებსმიიერ სხვა ადგილას.

მუხლი 46

ასამბლეის პირველი სესია

ასამბლეის პირველ სესიას იწვევს ზემოაღნიშნული დროებითი ორგანიზაციის დროებითი საბჭო ამ კონვენციის ძალაში შესვლისთანავე ისეთ დროს და ისეთ ადგილას, როგორც ამას დროებითი საბჭო დაადგენს.

მუხლი 47

უფლებაუნარიანობა

ორგანიზაცია ყოველი ხელშემკვორელი სახელმწიფო ტერიტორიტაზე სარგებლობს ისეთი უფლებაუნარიანობით, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციის შესასრულებლად. მას ენიჭება სრული სამართალსუბიექტობა ყველგან, სადაც ეს შეეთავსება შესაბამისი სახელმწიფოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

თავი VIII. ასამბლეა

 

მუხლი 48

ასამბლეის სესია და კენჭისყრა

a) ასამბლეა იკრიბება ყოველწლიურად და მას იწვევს საბჭო ხელსაყრელ დროს და მოხერხებულ ადგილას. ასამბლეის საგანგებო სესიები შეიძლება გაიმართოს ნებსმიერ დროს საბჭოს მოთხოვნით ან ნებსმიერი მათი ხელშემკვრელი სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც ეგზავნება გენერალურ მდივანს;

b) ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს ასამბლეის სესიაზე წარმომადგენლობის თანაბარი უფლება და თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს ერთი ხმის უფლება. დელეგატებს, რომლებიც ხელშემკვრელ სახელმწიფოებს წარმომადგენლობენ, შეიძლება ახლდნენ ტექნიკური მრჩეველები, რომლებსაც შეუძლიათ სხდომებში მონაწილეობა, მაგრამ არა აქვთ ხმის უფლება;

c) ასამბლეის სხდომაზე კვორუმის მისაღებად საჭიროა ხელშემკვრელ სახელმწიფოთა უმრავლესობა თუ ამ კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასამბლეის გადაწყვეტილებანი მიიღება მოცემული ხმების უმრავლესობით.

მუხლი 49

ასამბლეის უფლებები და მოვალეობანი

ასამბლეის უფლება-მოვალეობანია:

a) ყოველ სესიაზე აირჩიოს თავისი თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირნი;

b) IX თავის დებულებათა შესაბამისად აირჩიოს ხელშემკვრელი სახელმწიფოები საბჭოში წარმომადგენლობისათვის;

c) განიხილოს საბჭოს ანგარიშები და მიიღოს შესაბამისი ღონისძიებანი, აგრეთვე მიიღოს გადაწყვეტილებანი საბჭოს მიერ მისთვის გადაცემულ საკითხზე;

d) განსაზღვროს პროცედურის თავისი საკუთარი წესები და შექმნას დამხმარე კომისიები, რომლებსაც საჭიროდ ან სასურველად ჩათვლის;

e) კენჭისყრით დაამტკიცოს წლიური ბიუჯეტი და განსაზღვროს ორგანიზაციის ფინანსური ღონისძიებანი XII თავის დებულებათა შესაბამისად;

f) შეამოწმოს ორგანიზაციის ხარჯები და დაამტკიცოს საფინანსო ანგარიშები;

 g) თავის შეხედულებისამებრ საბჭოს, დამხმარე კომისიებს ან რომელიმე სხვა ორგანოს გადასცეს ნებისმიერი საკითხი, რომელიც მისი საქმიანობის სფეროში შედის;

 h) მიანიჭოს საბჭოს უფლებები და უფლებამოსილებანი, რომლებიც საჭირო ან სასურველია ორგანიზაციის მოვალეობათა შესასრულებლად, და ნებსმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს ასეთი დელეგირებული უფლებამოსილებანი;

i) შეასრულოს XIII თავის შესაბამისი დებულებები;

j) განიხილოს წინადადებანი ამ კონვენციის დებულებათა ცვლილებების და შესწორებათა თაობაზე და, მათი მიღების შემთხვევაში შესთავაზოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს XXI თავის დებულებათა შესესრულებლად;

k) განიხილოს ორგანიზაციის საქმიანობის სფეროში შემავალი ნებსმიერი საკითხი, რომლებიც კონკრეტულად არ შედის საბჭოს მოვალეობაში.

 

თავი IX.

 

მუხლი 50

საბჭოს შემადგენლობა და არჩევნები

a) საბჭო მუდმივი ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია ასამბლეის წინაშე. მასში შედის ასამბლეის მიერ არჩეული ოცდაერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო. არჩევნები ეწყობა ასამბლეის პირველ სესიაზე და შემდგომშიყოველ სამ წელიწადში ერთხელ; ამრიგად არჩეული საბჭოს წევრები თავიანთ მოვალეობას ასრულებენ მომდევნო არჩევნებამდე;

b) საბჭოს წევრების არჩევისას ასამბლეა უზრუნველყოფს სათანადო წარმომადგენლობას: 1) სახელმწიფოებისათვის, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ საჰაერო ტრასპორტის სფეროში; 2) სახელმწიფოებისათვის, რომლებიც არ შევიდნენ სხვა საფუძველზე და, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო სამოქალაქო აერონავიგაციისათვის მომსახურების საშუალებათა გადაცემაში; 3) სახელმწიფოებისათვის, რომლებიც არ შევიდნენ სხვა საფუძველზე, და რომელთა დანიშნულება უზრუნველყონ საბჭოში მსოფლიოს ყველა ძირითადი გეოგრაფიული რაიონის წარმომადგენლობა. ნებისმიერი ვაკანსია საბჭოში ასამბლეის მიერ ივსება რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში; საბჭოში არჩეული ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო თავის მოვალეობებს ასრულებს თავისი წინამორბედის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.

საბჭოში ხელშემკვრელი სახელმწიფოს არც ერთი წარმომადგენელი არ იქნება აქტიურად დაკავშირებული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ექსპლუატაციასთან ან ასეთ მიმოსვლაში ფინანსურად დაინტერესებული.

 

მუხლი 51

საბჭოს პრეზიდენტი

საბჭო ირჩევს თავის პრეზიდენტს სამი წლის ვადით. შეიძლება მისი გადარჩევა. მას არა აქვს ხმის უფლება. საბჭო თავისი წევრებიდან ირჩევს ერთ ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტს, რომლებიც ინარჩუნებენ ხმის უფლებას პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს. სავალდებულო არ არის პრეზიდენტის არჩევა საბჭოს წევრთა წარმომადგენლებიდან, მაგრამ თუ ასეთი წარმომადგენელი არჩეულია პრეზიდენტის პოსტზე, მისი ადგილი ვაკანტურად ითვლება და მას იკავებს სახელმწიფო, რომელსაც იგი წარმომადგენლობდა.

პრეზიდენტის მოვალეობაა:

a) მოიწვიოს საბჭოს, ავიასატრასპორტო კომიტეტის და აეროსანავიგაციო კომისიის სხდომები;

b) იმოქმედოს, როგორც საბჭოს წარმომადგენელმა;

c) საბჭოს სახელით შეასრულოს საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციები.

მუხლი 52

კენჭისყრა საბჭოში

საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა წევრთა უმრავლესობის თანხმობა. საბჭოს შეუძლია თავისი წევრებისაგან შექმნილ კომიტეტს გადასცეს თავისი უფლებამოსილება ნებისმიერ ცალკეულ საკითხში. საბჭოს ნებისმიერი კომიტეტის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საბჭოს ნებისმიერი დაინტერესებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ.

მუხლი 53

მონაწილეობა ხმის უფლების გარეშე

ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია ხმის უფლების გარეშე მიიღოს მონაწილეობა საბჭოსა და მისი კომიტეტებისა და კომისიების მიერ იმ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც განსაკუთრებით ეხება მის საკუთარ ინტერესებს. საბჭოს არცერთი წევრი არ მონაწილეობს კენჭისყრაში საბჭოზე იმ დავის განხილვის დროს, რომლის მონაწილეცაა თავად.

მუხლი 54

საბჭოს სავალდებულო ფუნქციები

საბჭო:

a) ასამბლეაში წარადგენს წლიურ მოხსენებებს;

b) ასრულებს ასამბლეის მითითებებს და ამ კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებსა და მოვალეობებს;

c) განსაზღვრავს თავის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და საკუთარი პროცედურის წესებს;

d) ნიშნავს ავიასატრანსპორტო კომიტეტს, რომელიც იქმნება საბჭოს წევრთა წარმომადგენლებისაგან და მოვალეა მათ წინაშე, და განსაზღვრავს მის მოვალეობას;

e) ქმნის აეროსანავიგაციო კომისიის X თავის დებულებათა შესაბამისად.

f) განაგებს ორგანიზაციის ფინანსებს XII და XV თავების დებულებათა შესაბამისად;

g) განსაზღვრავს საბჭოს პრეზიდენტის სარგოს;

h) ნიშნავს მთავარ აღმასრულებელ თანამდებობრივ პირს, რომელშიც გენერალურ მდივნად იწოდება, აგრეთვე XI თავის დებულებათა შესაბამისად ღებულობს ზომებს სხვა ისეთი პერსონალის დასანიშნად, რომლის დანიშვნაც შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს;

i)  მოიძიებს, აგროვებს, შეისწავლის და აქვეყნებს ცნობებს, რომლებიც ეხება აერონავიგაციის განვითარებას და საერთაშორისო საჰაერო მომოსვლის ექსპლუატაციის საკითხებს, საექსპლუატაციო ხარჯების ცნობებისა და სახელმწიფო ფონდებიდან ავიასაწარმოებისათვის მიცემული სუბსიდიების შესახებ მონაცემების ჩათვლით;

j) აცნობებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ამ კონვენციის ნებისმიერი დარღვევის თაობაზე, აგრეთვე საბჭოს გადაწყვეტილებათა ან რეკომენდაციათა ნებისმიერი შეუსრულებლობის შესახებ;

k) მოახსენებს ასამბლეას ამ კონვენციის ნებისმიერი დარღვევის შესახებ, როდესაც ხელშემკვრელმა სახელმწიფომ სათანადო ზომები არ მიიღო დარღვევის შეტყობინებიდან გასული გონივრული ვადის განმავლობაში;

l) ამ კონვენციის VI თავის დებულებათა შესაბამისად ღებულობს საერთაშორისო სტანდარტებს და რეკომენდებულ პრაქტიკას; გაიოლების მიზნით აწოდებს მათ ამ კონვენციის დამატებებს და ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს ატყობინებს მიღებული ზომების შესახებ;

m) განიხილავს აეროსანავიგაციო კომისიის რეკომენდაციებს დამატებების შეცვლის თაობაზე და ღებულობს ზომებს XX თავის დებულებების შესაბამისად;

 n) განიხილავს ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მისთვის გადაცემულ ნებისმიერ საკითხს, რომელიც კონვენციას შეეხება.

მუხლი 55

საბჭოს ფაკულტატური ფუნქციები

საბჭოს შეუძლია:

a)  როდესაც ეს მიზანშეწონილია და როგორც გამოცდილებას შეუძლია გვიჩვენოს, სასურველია, რეგიონალური ან სხვა საფუძველზე შექმნას მისდამი დაქვემდებარებული ავტოსატრასპორტო კომისიები და განსაზღვროს იმ სახელმწიფოთა ან ავიასაწარმოთა ჯგუფები, რომელთა დახმარებით ანდა რომელთა მეშვეობითაც საბჭოს შეეძლება ამ კონვენციის მიზნების განხორციელება;

b) აეროსანავიგაციო კომისიებს გადასცეს მოვალეობანი იმის დამატებით, რაც კონვენციაშია გადამოცემული, და ნებისმიერ დროს გააუქმოს და შეცვალოს ასეთი დელეგირებული უფლებამოსილებანი;

c) ჩაატაროს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საჰაერო ტრასპორტისა და აერონავიგაციის ყველა ასპექტის გამოკვლევა, თავისი გამოკვლევის შედეგები აცნობოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს და ხელი შეუწყოს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლას საჰაერო ტრასპორტსა და აერონავიგაციის საკითხებზე;

d) შეისწავლოს ყველა ის საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს საერთაშორისო საჰაერო ტრასპორტის ორგანიზაციასა და ექსპლუატაციაზე, მათ შორის საერთაშორისო საკუთრებისა და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ძირითად მარშრუტებზე ექსპლუატაციის საკითხების ჩათვლით და ასმბლეას წარუდგინოს წინადადებები ამ საკითხებზე;

e) ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს თხოვნით გამოიკვილოს ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც შეიძლება წარმოიქმნას საერთაშორისო აერონავიგაციის განვითარების თავიდან აცილებადი დაბრკოლებანი, და ამ გამოძიების შემდეგ გამოსცეს ისეთი ანგარიშები, როგორსაც სასურველად ჩათვლის.

 

თავი X. აეროსანავიგაციო კომისია

 

მუხლი 56

კომისიის წევრთა დასახელება და დანიშვნა

აეროსანავიგაციო კომისიაში შედის თორმეტი წევრი, რომლებსაც საბჭო ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ დასახელებული პირთა რიცხვიდან ამ პირებს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვთ აერონავტიკის სამეცნიერო და პრაქტიკულ სფეროებში საბჭო თხოვნით მიმართავს ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს კანდიდატურებს დასახელების თაობაზე აერსანავიგაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საბჭო.

მუხლი 57

კომისიის ვალდებულებანი

აეროსანავიგაციო კომისია:

       a) განიხილავს წინადადებას ამ კონვენციის დამატებათა შეცვლის თაობაზე და ურჩევს საბჭოს მათ მიღებას;

b) ქმნის ტექნიკურ ქვეკომისიებს, რომლებშიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფო, თუ იგი ამას ისურვებს;

c) კონსულტაციებს აძლევს საბჭოს ხელშემკვრელი სახელმწიფოებისაგან ყოველგვარი ცნობების შეგროვებისა და გადაცემის შესახებ, რომელთაც ის ჩათვლის საჭიროდ და სასარგებლოდ აერონავიგაციის განვითარებისათვის.

 

თავი XI პერსონალი

 

მუხლი 58

პერსონალის დანიშვნა

ასამბლეის მიერ დადგენილი წესების და ამ კონვენციის დებულებათა გათვალისწინებით, საბჭო განსაზღვრავს გენერალური მდივნისა და ორგანიზაციის სხვა პერსონალის თანამდებობაზე დანიშვნისა და განთავისუფლების, მომზადების, ხელფასის, დახმარებისა და სამსახურის პირობების წესებს და შეუძლია სამუშაოდ დაიქირაოს ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქე ან ისარგებლოს მათი მომსახურებით.

მუხლი 59

პერსონალის საერთაშორისო ხასიათი

საბჭოს პრეზიდენტმა, გენერალურმა მდივანმა და სხვა პერსონალმა არ უნდა გამოითხოვონ ან მიიღონ ინსტრუქციები ორგანიზაციისათვის უცხო რომელიმე ხელისუფლებისაგან თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო მოვალეა პატივი სცეს პერსონალის მოვალეობათა საერთაშორისო ხასიათს და არ შეეცადოს გავლენა მოახდინოს რომლიმე თავის მოქალაქეზე, როცა ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ.

მუხლი 60

პერსონალის იმუნიტეტები და პრივილეგიები

თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო, რამდენადაც ამის უფლებას მისი კონსტიტუციური წყობა იძლევა, მოვალეობას კისრულობს საბჭოს პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს და ორგანიზაციის სხვა პერსონალს მიანიჭოს ის იმუნიტეტები და პრივილეგიები, რომლებითაც სარგებლობს სხვა საერთაშორისო სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების შესაბამისი პერსონალი, თუ დაიდო ერთიანი საერთაშორისო შეთანხმება საერთაშორისო სამოქალაქო მოსამსახურეთა იმუნიტეტებისა და პრივილეგიების შესახებ, მაშინ პრეზიდენტის, გენერალური მდივნისა და ორგანიზაციის სხვა პერსონალისადმი მინიჭებული იმუნიტეტები და პრივილეგიები უნდა შეესაბამებოდეს იმ იმუნიტეტებს და პრივილეგიებს, რომლებიც მინიჭებული აქვთ ასეთი ერთიანი საერთაშორისო შეთანხმებით.

 

თავი XII. ფინანსები

 

მუხლი 61

ბიუჯეტი და ხარჯების განაწილება

საბჭო ასამბლეას წარუდგენს წლიური ბიუჯეტს, წლიურ ანგარიშგებას ანგარიშგების მდგომარეობის შესახებ და ვარაუდებს ყველა შემოსავლისა და ხარჯის თაობაზე. ასამბლეა კენჭისყრის საშუალებით ღებულობს ბიუჯეტს ყველა იმ შესწორებით, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლის, და იმ შესატანების გამოკლებით, რომლებიც XV თავის შესაბამისად სახელმწიფოებისათვისაა განსაზღვრული, და მათი თანხმობით ანაწილებს ორგანიზაციის ხარჯებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ისეთ საფუძველზე, რომელსაც იგი დროდარო განსაზღვრავს.

მუხლი 62

ხმის უფლების შეჩერება

ასამბლეას შეუძლია ასამბლეასა და საბჭოში იმ ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ხმის უფლების შეჩერება, რომელიც გონივრული ვადების ფარგლებში არ ასრულებს თავის საფინანსო ვალდებულებებს ორგანიზაციის წინაშე.

მუხლი 63

დელეგაციებისა და სხვა წარმომადგენლების ხარჯები

თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო კისრულობს ასამბლეაზე გაგზავნილი საკუთარი დელეგაციის ხარჯებს, აგრეთვე ნებისმიერი იმ პირის შენახვის, სამგზავრო და სხვა ხარჯებს, რომელსაც იგი ნიშნავს საბჭოში სამუშაოდ, ანდა მის მიერ დანიშნული წევრების ან წარმომადგენლების ხარჯებს ორგანიზაციების ნებისმიერ დამხმარე კომიტეტებში ან კომისიებში.

 

თავი XIII. სხვა საერთაშორისო შეთანხმებები

 

მუხლი 64

შეთანხმებები უსაფრთხოების შესახებ

იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ავიაციას, შედის ორგანიზაციის კომპეტენციაში და უშუალოდ ახდენენ ზეგავლენას საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, ორგანიზაციას შეუძლია ასამბლეის კენჭისყრით გამოხატული თანხმობით, შესაბამისი შეთანხმებით დაუკავშირდეს ნებისმიერ საყოველთაო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს ხალხები ქმნიან მშვიდობის შესანარჩუნებლად.

მუხლი 65

შეთანხმებები სხვა საერთაშორისო დაწესებულებებთან

საბჭომ, ორგანიზაციის სახელით, შეიძლება დადოს შეთანხმება სხვა საერთაშორისო დაწესებულებებთან საერთო სამსახურის შენახვის და პერსონალის მიმართ საერთო წესების მიღების თაობაზე და ასამბლეის დასტურით შეუძლია შევიდეს ისეთ სხვა შეთანხმებაში, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზაციის მუშაობას.

მუხლი 66

ფუნქციები , რომლებიც სხვა შეთანხმებებს შეეხება

a) ორგანიზაცია აგრეთვე ასრულებს ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება შეთანხმებით საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის ტრანსპორტის შესახებ და შეთანხმებით საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ, რომლებიც შემუშავებულია ჩიკაგოში 1944 წლის 7 დეკემბერს, მათში დადგენილი პირობების და დებულებების შესაბამისად;

b) ასამბლეისა და საბჭოს წევრებს, რომლებმაც არ მიიღეს შეთანხმება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ტრანსპორტის შესახებ, ანდა ჩიკაგოში 1944 წლის 7 დეკემბერს შემუშავებული შეთანხმება საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ, უფლება არა აქვთ მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში არც ერთ საკითხზე, რომელიც გადაეცემა ასამბლეას ანდა საბჭო შესაბამისი შეთანხმების დებულებათა საფუძველზე.

ნაწილი III.

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტი

 

თავი XIV. ინფორმაცია და ანგარიში

 

მუხლი 67

ანგარიშის წარდგენა საბჭოში

თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო კისრულობს მოვალეობას, რომ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩაბმული მისი ავიასაწარმო, საბჭოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, საბჭოში წარადგენს ანგარიშებს გადაზიდვების შესახებ, ხარჯების სტატისტიკას და საფინანსო მონაცემებს, ყველაფერ სხვასთან ერთად, შემოსავლის შესახებ და მიუთითებს მის წყაროებს.

 

თავი XV. აეროპორტები და სხვა აეროსანავიგაციო საშუალებები

 

მუხლი 68

მარშრუტებისა და აეროპორტების დადგენა

ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დაადგინოს მარშრუტი, რომლითაც მისი ტერიტორიის ფარგლებში ხორციელდება ნებისმიერი საერთაშორისო მიმოსვლა, აგრეთვე ის აეროპორტები, რომლებიც გამოიყენება ნებისმიერი ასეთი მიმოსვლის დროს.

მუხლი 69

აეროსანავიგაციო საშუალებათა გაუმჯობესება

თუ საბჭოს აზრით, რომლიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს აეროპორტები და სხვა აეროსანავიგაციო საშუალებანი, რადიო და მეტეოროლოგიური მომსახურების ჩათვლით, ჯეროვნად ვერ აკმაყოფილებს როგორც არსებული, ასევე განზრახული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების, რეგულარული, ეფექტური და მომჭირნე ექსპლუატაციის მოთხოვნებს, მაშინ საბჭო ეთათბირება ამ უშუალოდ დაინტერესებულ სახელმწიფოს და სხვა სახელმწიფოებს, რომელთა ინტერესებსაც ეს ეხება, მასზე, რომ გამოინახოს საშუალებანი, რომელთა მეშვეობითაც ასეთი მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს და ამ მიზნით შეუძლია გასცეს რეკომენდაციები. არც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ ჩაითვლება ამ კონვენციის დამრღვევად, თუ იგი არ ასრულებს ამ რეკომენდაციებს.

მუხლი 70

აეროსანავიგაციო საშუალებათა დაფინანსება

ხელშემკევრელ სახელმწიფოს, 62- მუხლის დებულებით გათვალისწინებული გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში, შეუძლია შეუთანხმდეს საბჭოს ასეთი რეკომენდაციების განხორციელების მიზნით. სახელმწიფოს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს და ნებისმიერ ასეთ შეთანხმებასთან დაკავშირებული ხარჯები იკისროს. თუ სახელმწიფო ასეთ გადაწყვეტილებას არ ღებულობს, საბჭოს ამ სახელმწიფოს თხოვნით შეუძლია ამ ხარჯების მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვის ნებართვა გასცეს.

 

მუხლი 71

საბჭოს მიერ სახსრების გაცემა და შენახვა

თუ ხელშემკვრელი სახელმწიფო ითხოვს, საბჭოს შეუძლია თანხმობა განაცხადოს, ნაწილობრივ ან მთლიანად დაეხმაროს აეროპორტებისა და სხვა აეროსანავიგაციო საშუალებათა პერსონალით დაკომპლექტებაში, მათი შენახვისა და საქმიანობის ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობაში, რადიო და მეტეოროლოგიური მომსახურების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოების საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო, რეგულარული, ეფექტური და მომჭირნე ექსპლუატაციისათვის, და შეუძლია სამართლიანი და გონივრული ასაკრებლები შემოიღოს წარმოდგენილი საშუალებების გამოყენებისათვის.

მუხლი 72

მიწის ნაკვეთების შეძენა ან გამოყენება

თუ საჭიროა მიწის ნაკვეთები საშუალებებისათვის, რომელთაც მთლიანად ან ნაწილობრივ აფინანსებს საბჭო რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს თხოვნით, მაშინ ეს სახელმწიფო ან თავად უთმობს მიწის ნაკვეთს და საკუთარი სურვილის მიხედვით ინარჩუნებს მესაკუთრის უფლებას, ანდა ეხმარება საბჭოს სამართლიანი და გონივრული პირობებით და მოცემული სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოიყენოს მიწის ეს ნაკვეთები.

მუხლი 73

ფონდების განაწილება და ხარჯვა

ფონდების ფარგლებში, რომლებსაც მას ასამბლეა გადასცემს XII თავის თანახმად, საბჭოს მიმდინარე ხარჯები შეუძლია გასცეს ამ მუხლის შესაბამისად ორგანიზაციის საერთო ფონდიდან. საბჭო ამ თავისი ძირითადი ხარჯების დაფარვის საშუალებებს, მიზნებისათვის საჭირო წინასწარ შეთანხმებული პროპორციით და დროის გონივრულ მონაკვეთში უნაწილებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს, და იმ ავიასაწარმოებს, რომლებიც სარგებლობენ ზემოთ აღნიშნული აეროსანავიგაციო საშუალებებით. საბჭოს შეუძლია, აგრეთვე, სახელმწიფოებს, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს, გაუნაწილოს ნებისმიერი საბრუნავი ფონდების დაფარვის ხარჯები.

მუხლი 74

ტექნიკური დახმარება და შემოსავლის გამოყენება

როდესაც საბჭო ხელშემკვრელი სახელმწიფოს თხოვნით წინასწარ გასცემს ფონდებს ან მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცემს აეროპორტებს, ანდა სხვა საშუალებებს, შეთანხმებაში ამავე სახელმწიფოს თანხმობით შეიძლება გაითვალისწინონ ტექნიკური დახმარება საქმიანობის წარმართვაში, აეროპორტებისა და სხვა საშუალებების ექსპლუატაციაში და ამ აეროპორტებისა და სხვა საშუალებების ექაპლუატაციისათვის მიმდინარე ხარჯების ანაზღაურების საქმეში, აგრეთვე პროცენტული და საამორტიზაციო ანარიცხები აეროპორტებისა და სხვა საშუალებებისაგან მიღებული შემოსავლების ხარჯზე.

მუხლი 75

სახსრების გადაცემა საბჭოს გამგებლობაში

ხელშემკვრელ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას 70- მუხლის შესაბამისად მიღებულ ვალდებულებებზე და საკუთარ გამგებლობაში მიიღოს ის აეროპორტები და სხვა საშუალებები, რომლებიც საბჭოს დათმობილი აქვს მის ტერიტორიაზე 71- და 72- მუხლების დებულებათა შესაბამისად და საბჭოს გადაუხადოს თანხა, რომელიც, საბჭოს აზრით გონივრულად მიიჩნევა მოცემულ გარემოებაში. თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ საბჭოს მიერ დაწესებული თანხა სცილდება გონივრულობის საზღვრებს, მას შეუძლია საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს ასამბლეის წინაშე, ხოლო ასამბლეას შეუძლია დაამტკიცოს ან შეცვალოს საბჭოს გადაწყვეტილება.

მუხლი 76

ფონდების დაბრუნება

ფონდები, რომლებსაც 75- მუხლის შესაბამისად ანაზღაურების სახით, აგრეთვე 74- მუხლის შესაბამისად პროცენტების და საამორტიზაციო ანარიცხების ხარჯზე იღებს საბჭო, თუ 73- მუხლის შესაბამისად სახელმწიფოებს შეტანილი აქვთ თავდაპირველი შესატანი, იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც თავდაპირველად განესაზღვრათ შესატანები, უბრუნდებათ საბჭოს მიერ დაწესებული შენატანების ოდენობის პროპორციულად.

 

თავი XVI. ერთობლივი ექსპლუატაციის ორგანიზაცია

და პულური მიმოსვლა

 

მუხლი 77

ერთობლივი ექსპლუატაციის ნებადართული ორგანიზაციები

ამ კონვენციის მიხედვით ორ ან მეტ ხელშემკვრელ სახელმწიფოს წინ არაფერი ეღობება დააწესოს ერთობლივი ექსპლუატაციის ავიასატრანსპორტო ორგანიზაციები, ანდა საერთაშორისო საექსპლუატაციო სააგენტოები და გააერთიანოს პულებში მათი საჰაერო მიმოსვლა ნებისმიერ მარშრუტზე და ნებისმიერ რაიონებში, მაგრამ ასეთ ორგანიზაციებსა და სააგენტოებზე, აგრეთვე, პულურ მიმოსვლაში ვრცელდება ამ კონვენციის ყველა დებულება, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც განეკუთვნებიან საბჭოში შეთანხმების რეგისტრაციას. საბჭო განსაზღვრავს მოცემული კონვენციის დებულებათა გამოყენების იმ წესებს, რომლებიც შეეხება საჰაერო ხომალდების ეროვნულობას, საერთაშორისო საექსპლუატაციო სააგენტოების მიერ გამოყენებულ საჰაერო ხომალდებს.

მუხლი 78

საბჭოს როლი

საბჭომ დაინტერესებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შეიძლება შესთავაზოს ერთობლივი ორგანიზაციების შექმნა ნებისმიერ მარშრუტებზე ან ნებისმიერ რაიონებში საჰაერო მიმოსვლის ექსპლუატაციისათვის.

მუხლი 79

საექსპლუატაციო ორგანიზაციებში მონაწილეობა

სახელმწიფომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს ერთობლივი ექსპლუატაციის ორგანიზაციებში ან პულურ შეთანხმებებში ან თავისი მთავრობის მეშვეობით, ანდა თავისი სახელმწიფოს მიერ დასახელებული ერთი, ანდა რამდენიმე ავიასატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით. ეს კომპანიები, დაიტერესებული სახელმწიფოს შეხედულების მიხედვით, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ იმყოფებოდნენ სახელმწიფოს საკუთრებაში, ანდა კერძო საკუთრებაში.

 

 

ნაწილი IV

დასკვნითი დებულებანი

 

თავი XVII. სხვა შეთანხმებები აერონავტიკის საკითხებზე

 

მუხლი 80

პარიზისა და ჰავანის კონვენციები

       ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს ამ კონვენციის ძალაში შესვლისთანავე დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება 1919 წლის 13 ოქტომბერს პარიზში ხელმოწერილი საჰაერო ნავიგაციის რეგულირების თაობაზე კონვენციის დენონსირების შესახებ, ანდა 1928 წლის 20 თებერვალს ჰავანაში ხელმოწერილი კონვენციის შესახებ კომერციული ავიაციის თაობაზე, თუ იგი რომელიმე მათგანის მონაწილეა. ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიმართ ეს კონვენცია ცვლის ზემოხსენებულ პარიზისა და ჰავანის კონვენციებს.

მუხლი 81

არსებული შეთანხმებების რეგისტრაცია

მოცემული კონვენციის ძალაში შესვლის თარიღისათვის არსებული და ხელშემკვრელ სახელმწიფოსა და ნებისიერ სხვა სახელმწიფოს შორის, ანდა ხელშემკვრელ სახელმწიფოსა და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს ავისაწარმოს შორის აერონავტიკის საკითხზე დადებული ყველა შეთანხმება ექვემდებარება დაუყოვნებლივ რეგისტრაციას საბჭოში.

მუხლი 82

შეთავსებელი შეთანხმების გაუქმება

ხელშემკევრელი სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ეს კონვენცია აბათილებს მათ შორის დადებულ ყველა ვალდებულებასა და შეთანხმებას, რომლებიც შეუთავსებელია მის დებულებებთან, და ვალდებულებას კისრულობენ არ იკისრონ ნებისმიერი ასეთი ვალდებულება და არ შეუერთდნენ ასეთ შეთანხმებას ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომელმაც ორგანიზაციაში შესვლამდე იკისრა ამ კონვენციის დებულებებთან შეუთავსებელი რაიმე ვალდებულება არახელშემკვრელი სახელმწიფოს ან ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქის მიმართ, დაუყოვნებლივ ზომებს მიმართავს იმისათვის, რომ განთავისუფლდეს ამ ვალდებულებებისაგან, თუ რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ავიასაწარმომ იკისრა ასეთი შეუთავსებელი შეთანხმებანი, მისი ეროვნული სახელმწიფო ყოველ ღონეს ხმარობს მათი დაუყოვნებლივ შეწყვეტისათვის და ყოველგვარ შემთხვევაში აღწევს მათ შეწყვეტას, როგორც კი ასეთი ქმედება შეიძლება განხორციელდეს კანონიერ საფუძველზე მოცემული კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ.

მუხლი 83

ახალი შეთანხმებების რეგისტრაცია

წინა მუხლის დებულებათა შესრულების პირობით ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დადოს შეთანხმება, რომელიც შეუთავსებელი არ იქნება მოცემულ კონვენციასთან. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება დაუყოვნებლივ რეგისტრაციას ექვემდებარება საბჭოში, რომელიც ამას აქვეყნებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში.

 

 

თავი XVIII. დავა და ვალდებულებათა

შეუსრულებლობა

 

მუხლი 84

დავის გადაწყვეტა

თუ რაიმე უთანხმოება ორ ან მეტ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შორის ამ კონვენციისა და მისი დანართების გაგების ან გამოყენების გამო ვერ მოგვარდა მოლაპარაკების გზით, მას ამ უთანხმოების მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფოს თხოვნით წყვეტს საბჭო. საბჭოს მიერ ამ დავის განხილვისას, საბჭოს არც ერთი წევრი, რომელიც წარმოადგენს მხარეს რაიმე დავაში, არ მონაწილეობს კენჭისყრაში.

ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია 85- მუხლის დებულებათა შესაბამისად and hoc გაასაჩივროს საბჭოს გადაწყვეტილება სამედიატრო სასამართლოში, რომელიც იქმნება სხვა მოდავე მხარეებთან შეთანხმებით ან საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივ პალატაში. ნებისმიერი ასეთი გასაჩივრება უნდა ეცნობოს საბჭოს სამოცი დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება შეტყობინება საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ.

მუხლი 85

სამედიატორო სასამართლოს პროცედურა

თუ რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფომოდავე მხარე იმ დავაში, რომლის გამოც საჩივრდება საბჭოს გადაწყვეტილება, არ ცნობს საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივი პალატის სტატუსს და თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოებიმოდავე მხარეები ვერ თანხმდებიან სამედიატრო სასამართლოს არჩევის საკითში, მაშინ ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფომოდავე მხარე ასახელებს თითო არბიტრს, ხოლო არბიტრები ირჩევენ სუპერარბიტრს.

       თუ რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფომოდავე მხარე არ დაასახელებს არბიტრს სამი თვის განმავლობაში გადაწყვეტილების გასაჩივრების დღიდან, არბიტრს ამ სახელმწიფოს სახელით ნიშნავს საბჭოს პრეზიდენტი კვალიფიციურ პირთა იმ სიიდან, რომელსაც საბჭო ადგენს, და რომელიც მის განკარგულებაშია. თუ არბიტრი ოცდაათი დღის განმავლობაში ვერ შეთანხმდებიან სუპერარბიტრის თაობაზე, საბჭოს პრეზიდენტი მას ნიშნავს ზემოაღნიშნული სიიდან. ამის შემდეგ არბიტრები და სუპერარბიტრი ერთად ქმნიან სამედიატორო სასამართლოს, რომელიც შეიქმნა ამ მუხლის ან წინა მუხლის თანახმად, აწესებს თავის საკუთარ პროცედურას და გადაწყვეტილებები გამოაქვს ხმათა უმრავლესობით იმ პირობით, რომ საბჭოს შეუძლია გადაწვიტოს პროცედურული საკითხები რაიმე დაყოვნების შემთხვევაში, რომელიც საბჭოს აზრით მეტისმეტია.

მუხლი 86

გასაჩივრება

თუ საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს, საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება იმის შესახებ, ექსპლუატაციას უწევს თუ არა ავიასაწარმო საერთაშორისო საავიაციო ხაზებს ამ კონვენციის დებულებათა შესაბამისად, ძალაში რჩება იმ პირობით, რომ იგი აღნიშნულია გასაჩივრების წესში. საბჭოს გადაწყვეტილებები ნებისმიერ სხვა საკითხზე მათი გასაჩივრების შემთხვევაში შეჩერდება გასაჩივრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე. საერთაშორისო მართლმსაჯულების მუდმივი პალატისა და სამედიატორო სასამართლოს გადაწყვეტილებები საბოლოო და სავალდებულოა.

მუხლი 87

სანქცია ავიასაწარმოს მიმართ , რომელიც არ ასრულებს

გადაწყვეტილებას

ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას ნება არ დართოს რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ავიასაწარმოს იმოქმედოს საჰაერო სივრცეში თავის ტერიტორიაზე, თუ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საწარმო არ ასრულებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია წინა მუხლის თანახმად.

მუხლი 88

სანქცია სახელმწიფოს მიმართ , რომელიც არ

ასრულებს ვალდებულებას

ასამბლეა აჩერებს ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწფოს ხმის უფლებას ასამბლეასა და საბჭოში, თუ დადასტურდება, რომ იგი არ ასრულებს ამ თავში გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.

 

თავი XIX. ომი

 

მუხლი 89

ომი და საგანგებო მდგომარეობა

ომის შემთხვევში ამ კონვენციის დებულებები არ ეხება არც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედების თავისუფლებას, რომელსაც შეეხო ომი, როგორც ომში ჩაბმულის, ასევე ნეიტრალური სახელმწიფოსი იგივე პრინციპი გამოიყენება მაშინაც, როდესაც ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფო აცხადებს თავისთან საგანგებო წესებს და ამას ატყობინებს საბჭოს.

 

თავი XX. დანართები

 

მუხლი 90

დანართებისა და მათი შესწორებების მიღება

a) 54- მუხლის “1” ქვეპუნქტში ნახსენები დანართების მისაღებად საჭიროა ამ მიზნისათვის მოწვეული საბჭოს ხმების ორი მესამედი, რის შემდეგაც საბჭო ამ დანართებს უგზავნის ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს. ნებისმიერი ასეთი დანართი ამ ნებისმიერი შესწორება ძალაში შედის სამი თვის განმავლობაში მათი გაგზავნის შემდეგ ხელშემვკრელ სახელმწიფოსათვის, ანდა უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ, რომლის დადგენაც შეუძლია საბჭოს იმ პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა უმრავლესობა არ შეატყობინებს საბჭოს, რომ არ არის თანახმა.

b) საბჭო დაუყოვნებლივ აცნობს ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს ნებისმიერი დანართის ან მისი შესწორების ძალაში შესვლას.

 

თავი XXI. რატიფიკაცია , შეერთება , შესწორებები და დენონსაცია

 

მუხლი 91

კონვენციის რატიფიკაცია

a) ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მისი ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება ამარიკის შეერთებული შტატების მთავრობის არქივებს. მთავრობა აცნობებს შესანახად ასეთი ჩაბარების თარიღს ამ კონვენციის ყოველ ხელმომწერსა და მასთან შეერთებულ სახელმწიფოს.

b) როგორც კი ამ კონვენციის რატიფიცირებას მოახდენს ან მას შეუერთდება ოცდაექვსი სახელმწიფო, იგი ძალაში შედის მათთვის ოცდამეათე დღეს ოცდამეექვსე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ. შემდგომში იგი ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის შესანახად.

c) მოვალეობა, რომ შეატყობინოს ამ კონვენციის ყოველ ხელმომწერ ან მასთან შეერთებულ სახელმწიფოს ამ კონვენციის ძალაში შესვლის თარიღი, ეკისრება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას.

მუხლი 92

კონვენციასთან შეერთება

a) ეს კონვენცია ღიაა მისაერთებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრთათვის და მათთან შეერთებული სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ნეიტრალურნი რჩებოდნენ ახლანდელი მსოფლიო კონფლიქტის განმავლობაში;

b) შეერთება ხორციელდება შეტყობინების გზით, რომელსაც უგზავნიან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, და ძალაში შედის მათთვის ოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც შეტყობინებას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, როომელიც ამას ამცნობს ყველა ხელშემკვრელ სახელმწიფოს.

მუხლი 93

სხვა სახელმწიფოთა დაშვება

       91- და 92 a) მუხლებში მოხსენიებულ სახელმწიფოთა გარდა, ამ კონვენციასთან შესაერთებლად შეიძლება დაიშვან სხვა სახელმწიფოები ასამბლეის ხმათა ოთხი მეხუთედით, თუ ამას იწონებს მსოფლიოს ხალხთა მიერ მშვიდობის შენარჩუნების მიზნით დაარსებული რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ისეთი პირობებით, რომლებიც შეიძლება დაადგინოს ასამბლეამ; ამასთან, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში საჭიროა ყოველი სახელმწიფო თანხმობა, რომელსაც ამ ომის დროს შეეჭრნენ, თავს დაესხნენ დაშვების მოსურნე სახელმწიფოები.

მუხლი 94

შესწორებები კონვენციაში

a) ამ კონვენციის ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორება უნდა მოიწონოს ასამბლეის ხმათა ორმა მესამედმა და შემდეგ შედის ძალაში იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამ შესწორების რატიფიცირება მას შემდეგ, რაც რატიფიცირებას მოახდენს ასამბლეის მიერ დადგენილ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა რიცხვი. ასეთი წესით დადგენილი რიცხვი შეადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა ორ მესამედს.

b) თუ ასამბლეის აზრით შესწორების ხასიათი ამართლებს ამ ზომას, მაშინ ასამბლეას თავის ორეზოლუციაში, რომელიც რეკომენდაციას უწევს მიღებულ შესწორებას, შეუძლია გაითვალისწინოს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც არ მოახდენს შესწორების რატიფიცირებას მის ძალაში შესვლის შემდეგ დადგენილი პერიოდის განმავლობაში, ამის შედეგად აღარ იქნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ამ კონვენციის მონაწილე.

მუხლი 95

კონვენციის დენონსაცია

 a) ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია აცნობოს ამ კონვენციის დენონსაცია მისი ძალაში შესვლის დღიდან სამი წლის შემდეგ, შეტყობინების სახით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი, რომელიც ამას დაუყოვნებლივ აცნობებს ყოველ ხელშემკვრელ სახელმწიფოს.

b) დენონსაცია ძალაში შედის შეატყობინებს მიღების დღიდან ერთი წლის შემდეგ და მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომლებმაც მოახდინეს კონვენციის დენონსირება.

თავი XXII. განსაზღვრებანი

 

მუხლი 96

ამ კონვენციის მიზნებისათვის :

a) „საჰაერო მიმოსვლანიშნავს ნებისმიერ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას, რომელსაც ახორციელებენ საჰაერო ხომალდები მოქალაქეთა გადაყვანის, ფოსტის, ან ტვირთის საზოგადოებრივი გადაზიდვის მიზნით.

b) „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლანიშნავს საჰაერო მიმოსვლას, რომელიც ხორციელდება საჰაერო სივრცეში ერთ სახელმწიფოზე მეტ ტერიტორიაზე.

c) „ავიასაწარმონიშნავს ნებისმიერ ავიასატრანსპორტო ორგანიზაციას, რომელიც სთავაზობს ან ექსპლუატაციას უწევს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას.

d) „არაკომერციული მიზნით შეჩერებანიშნავს ნებისმიერი მიზნით დაჯდომას განსხვავებით მგზავრების, ტვირთის ან ფოსტის მიღების ან გადმოტვირთის მიზნისაგან.

კონვენციის ხელმოწერა

რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელისომმწერმა სრულუფლებიანმა წარმომადგენლებმა, სათანადოდ რწმუნებულებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციის შესაბამისად თავიანთი მთავროების სახელით იმ თარიღებში, რომლებიც აღნიშნულია მათი ხელმოწერების გასწვრივ.

შესრულებულია ქალაქ ჩიკაგოში 1944 წლის 7 დეკემბერს ინგლისურ ენაზე, ტექსტი, შედგენილი ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე, რომელთაგან თითოეული თანაბრად ავთენტურია, იხსნება ხელმოსაწერად ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი, ორივე ტექსტი შესანახად ბარდება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის არქივებს, ხოლო დამოწმებულ ასლებს ეს მთავრობა უგზავნის ყველა სახელმწიფოს მთავრობას, რომლებსაც შეუძლიათ ხელი მოაწერონ ამ კონვენციას ან შეუერთდნენ მას.

ჩიკაგოს კონვენციის შესწორებათა ტექსტები

45- მუხლის შესწორება

 (მონრეალში 1954 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი ოქმი).

კონვენციის 45- მუხლის ბოლოს წერტილი იცვლება მძიმეთი და ემატება შემდეგი:

 „ხოლო სხვაგვარად, ვიდრე დროებითასამბლეის გადაწყვეტილებით, თანაც ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს ასამბლეის მიერ დადგენილ ხმათა რაოდენობით. ამრიგად დადგენილმა ხმათა რაოდენობამ უნდა შეადგინოს ხელშემკვრელი სახელმწიფოების საერთო რიცხვის სულ ცოტა სამი მეხუთედი”.

48- (a) , 49- (c) და 61- მუხლების შესწორება

(მონრეალში 1954 წლის 14 ივნისს ხელმოწერილი ოქმი).

48- (a) მუხლში სიტყვაყოველწლიურადიცვლება გამოთქმითსულ ცოტა სამ წელიწადში ერთხელ

49- (c) მუხლში გამოთქმაწლიური ბიუჯეტიიცვლება გამოთქმითწლიური ბიუჯეტები”.

61- მუხლში გამოთქმებიწლიური ბიუჯეტიდაკენჭისყრით იღებს წლიურ ბიუჯეტსიცვლება გამოთქმებითწლიური ბიუჯეტებიდაკენჭისყრით იღებს წლიურ ბიუჯეტებს”.

48- (a) მუხლის შესწორება

(რომში 1962 წლის 15 სექტემბერს ხელმოწერილი ოქმი)

კონვენციის 48- (a) მუხლში მეორე წინადადება უქმდება და იცვლება შემდეგით:

ასამბლეის საგანგებო სესიები შეიძლება გაიმართოს ნებისმიერ დროს საბჭოს მოთხოვნით ან ხელშეკვრელ სახელმწიფოთა სულ ცოტა მეხუთედის თხოვნით, რომელიც ეგზავნება გენერალურ მდივანს”.

50- (a) მუხლის შესწორება

(მონრეალში 1961 წლის 21 ივნისს ხელმოწერილი ოქმი).

კონვენციის 50- (a) მუხლში გამოთქმაოცდაერთისუქმდება და იცვლება გამოთქმითოცდაშვიდის

50- (a) მუხლის შესწორება

(ნიუ-ორკში 1971 წლის 12 მარტს ხელმოწერილი ოქმი)