დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110408015, 12/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016024 |
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №23/04
2011 წლის 7 აპრილი
ქ. თბილისი
„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით (სსმ III, 24.07.03წ., №74, მუხ. 675) დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და ბანკის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ბანკის საკორესპონდენტო ანგარიში (ანგარიშები) დაიხურება და ეროვნულ ბანკში გაიხსნება ახალი სალიკვიდაციო ანგარიში (როგორც ლარით, ისე უცხოური ვალუტით), რომელზეც გადაიტანება ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე (ანგარიშებზე) რიცხული ნაშთი და სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები