დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 14 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2011 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110408009, 14/04/2011 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.107.016056 |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №14
2011 წლის 4 აპრილი
დ. ჩხოროწყუ
„აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ნოემბრის №36 დადგენილებაში ცვლილება.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (№3 დანართი თან ერთვის).
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ლემონჯავა
დანართი №3
| ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№ _____________ (ფორმა) ეძლევა _________________________________________________________________ (მესაკუთრე და მისი მისამართი) _________________________________________________________________მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში ___________________________________________ (ქონების დასახელება და მისამართი) _________________________________________________________________ (პირობა) მიწის ფართობი _____________ _______________________________________ (კვ.მ) (მიწათსარგებლობის ფორმა) საფუძველი: ____________________________________________________ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის თარიღი და ნომერი __________________________ მოწმობა შედგენილია 4 ეგზემპლარად, ორი გადაეცემა _____________________________________________________________, (მესაკუთრის სახელი, გვარი / დასახელება)
რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო თითო ეგზემპლარი ინახება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 20 წლის „_____________“__________________________ ბ.ა.
საკრებულოს თავმჯდომარე _______________________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები